როგორც JNEWS-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მოქალაქე-სტუდენტებს, რომლებიც განათლებას სომხეთში იღებენ, ქართულ-სომხური საზღვრის გადაკვეთის უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუკი ისინი შესაბამის დოკუმენტს წარადგენენ, რომ სომხეთში სწავლობენ.
«სტუდენტებს საზღვრის გადაკვეთის უფლება ეძლევათ, მაგრამ მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულოს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ. განცხადებაზე მიმაგრებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ პირი სომხეთში სწავლობს, რის შემდეგაც, საზღვრის გადაკვეთის უფლებას მისცემენ”, – განუცხადეს JNEWS-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია დარეკოთ ტელეფონის ნომერზე – 0322 945050
საქმე იმაშია, რომ სომხეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნა, მაგრამ საქართველო საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებას უკრძალავს, ამიტომ საზღვრის გადაკვეთისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართონ. თუკი ადრე ჯავახეთიდან სტუდენტებს საზღვრის გადაკვეთისათვის ნებართვა უნდა მიეღოთ, როგორც სომხეთიდან, ასევე საქართველოდან, ახლა ვითარება შეიცვალა, მათ ნებართვა, მხოლოდ საქართველოდან სჭირდებათ.