დღეს, 22 აგვისტოს, ახალციხიდან ახალქალაქის შესასვლელთან, სატვირთო ავტომობილმა დაკარგა კონტროლი, გადაბრუნდა და ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ავარიის შედეგად მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

სატვირთოს აქვს ქართული ნომრები. ადგილზე ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მუშაობდნენ. მძღოლს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მძღოლს ჭრილობები სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა უმკურნალეს. ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ ყოფილა, რადგან ჭრილობები მსუბუქი იყო.

21

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან შევიტყვეთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დარეგისტრირდა.

2354

23

შეგახსენებთ, რომ წელი ახალქალაქ-ახალციხის გზაზე მომხდარი თითქმის მსგავსი ავტოსაგზაო შემთხვევით დაიწყო, რა დროსაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.