ახალქალაქის საცურაო აუზი მზად არის მომხმარებლები მიიღოს, თუმცა ინსპექციის შემოწმების გარეშე მუშაობის დაწყებას ვერ მოახერხებს. დირექციას საცურაო აუზის შემოწმებისათვის შესაბამის ინსტანციაში არ მიუმართავს.
როგორც საცურაო აუზის ადმინისტრცია გვაცნობებს, მას შემდეგ, რაც საქართველოში ოფიციალურად ნებადართული იყო საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების მუშაობა, ორი თვის შემდეგ აუზში წყალი ჩაასხეს და მისი გათბობის სამუშაოები დაიწყეს, თუმცა შემოწმება მათ ჯერ არ გაუვლიათ.
ამჟამად საცურაო აუზის დირექციამ გადაწყვიტა, დაწესებულება COVID-19-ის პრევენციის მიზნით შემოღებული სტანდარტების შესაბამისად მოაწყოს, მაგალითად, მოაწყოს ინდივიდუალური საშხაპეები. რაც შეეხება დანარჩენ აუცილებელ ნივთებს, როგორიცაა მომუშავეთათვის სპეციალური კომბინიზონები, ქიმიკატები, თერმომეტრები, პირბადეები და ა.შ. – ყველაფერი უკვე შეძენილია.
შემოწმების გავლისათვის საცურაო აუზის ხელმძღვანელობამ უნდა მიმართოს მერიას, ხოლო მათ, თავის მხრივ- ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინპექციას. ადმინისტრაციის აზრით, საცურაო აუზი მალე ამუშავდება.
შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის გამო მარტიდან, ახალქალაქში ბევრმა დაწესებულებამ შეაჩერა მუშაობა, მათ შორის ახალქალაქის საცურაო აუზმაც. ივლისში შრომის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების რეგულაციები, მალევე დაიწყო აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად შემოწმება. საცურაო აუზებს და სპორტულ დარბაზებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შემოწმება, შეეძლოთ მუშაობა განეახლებინათ. ამ პერიოდში, საცურაო აუზის დირექციის თქმით, აუცილებელი იყო ერთი თვე იმისათვის, რომ საცურაო აუზს ფუნქციონირება დაეწყო- ეს საჭირო იყო მხოლოდ იმისათვის, რომ საცურაო აუზში წყალი ჩაესხათ და გაეცხელებინათ.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სახელმწიფოთაშორისი კოორდინირების საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები მომხმარებლებისათვის კვლავ განახლდება მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია პირობებს შეამოწმებს.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ ახალქალაქში ერთადერთი საცურაო აუზი 2012 წლიდან ფუნქციონირებს. აუზი სუბსიდიებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ღებულობს.