პლასტმასის ნარჩენების გადამუშავება მთელ მსოფლიოში ბიზნესის ერთ-ერთ სახეობად ითვლება. თუმცა ახალქალაქში ეს სათანადო ინტერესს არ იწვევს, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს: მასალების მიზეზებიდან არათანაბარ კონკურენციამდე, ნაგვის დახარისხების კულტურის არარსებობამდე. რობიზონ ყავრელიშვილი – ერთადერთი ახალქალაქში, ვინც არა მხოლოდ ბიზნესით დაკავდა, არამედ გარემოზე ზრუნვაც დაიწყო.

რობინზონ ყავრელიშვილმა პლასტმასის გადამუშავება ახალქალაქში ერთი წლის წინ დაიწყო, სამეწარმეო ქარხანა გახსნა, რომლის მიზანიც არა მხოლოდ ბიზნესის წამოწყებაა, არამედ გარემოზე ზრუნვაც. თუმცა ის წარმოების სტადიამდე ჯერ არ მისულა.

ყავრელიშვილი ამბობს, რომ ახალქალაქში არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები არ არის შესაბამისი, არამედ ნაგავის დახარისხების კულტურაც. ქალაქსა და ახალქალაქის სოფლებში ნარჩენები, საუკეთესო შემთხვევაში, ნაგავსაყრელზე ხვდება, უარეს შემთხვევაში — უბრალოდ ბუნებაში რჩება.

ყავრელიშვილი ამბობს, რომ პლასტმასის გადამუშავების იდეა მას შემთხვევით არ მოუვიდა. ქალაქში მუდმივი სეირნობის დროს, მან შეამჩნია, რომ აქ ძალიან ბევრი პლასტმასის ნაგავია, დაწყებული პლასტმასის ყუთებიდან დამთავრებული ვედროებით.

„ვფიქრობდი, რისი გაკეთება შეიძლებოდა, რომ პლასტმასი გადამემუშავებინა, რის შედეგადაც ბიზნესით დავკავდები და ჩვენს ქალაქს პლასტმასისგან გავასუფთავებ. დაწყება, რა თქმა უნდა, ბიზნესის ძირითადი მიზნით დავიწყე. თავიდან ყველაფერი ძალიან მარტივი ჩანდა. მერე აღმოჩნდა, რომ გადამუშავებისთვის აუცილებელი აღჭურვილობის შეძენა არ შემიძლია“,- ყვება რობინზონ ყავრელიშვილი.

2023 წელს ყავრელიშვილმა პლასტმასის წარმოებისა და გადამუშავებისთვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების 30%-ის შეძენა შეძლო.

„მანქანა-დანადგარების ნაწილის შეძენა შევძელი, რომელიც მე მჭირდებოდა, რათა მუშაობა დამეწყო. სამუშაო პროცესშია, მაგრამ წარმოება ჯერ არ გვაქვს, პროცესის ლოგიკურ დასრულებამდე ჯერ არ მივსულვართ“,- ამბობს ის.

მან წარმოების დაწყებისათვის შესაბამისი პლასტმასი გაამზადა. პროცესი გრძელდება. ის ამბობს, რომ არ იცის, როდის დაიწყებს გადამუშავებას, მაგრამ ის, რომ უკვე არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც პლასტმასის საერთო ნაგავისგან გაცალკევება და ჩაბარება ისწავლეს — ეს უკვე არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი.

„თანხასთან დაკავშირებული პრობლემა მქონდა, რის გამოც პროდუქციის წარმოების შედეგს ვერ მივაღწიე. დღესდღეობით ეს მანქანა-დანადგარები არ მაქვს შეძენილი. მაგრამ პლასტმასს ვინახავ, რომ მანქანა-დანადგარების შეძენის შემდეგ ნედლეულის პრობლემა არ შემექმნას“,- ამბობს ყავრელიშვილი.

ყავრელიშვილს უნდა გადამუშავება პლასტმასის ნახერხამდე (ნამსხვრევები) მიიტანოს, მაგრამ ძალიან იაფმა ირანულმა პლასტმასის ნახერხმა დაიპყრო ქართული ბაზარი.

„ირანმა გვაიძულა ფასების დაცემა, ეს ბიზნესია. ახლა არ ვიცი, ხვალ თუ ზეგ რამე შეიცვლება, ფასები შეიცვლება, გავაგრძელებ. ამჟამად მიჭირს მისი დამუშავება, რათა თავიდან ბოლომდე გავიარო. ახლა არ ვიცი, ჩემი დაწყებული საქმე კარგია თუ ცუდი. უპირველეს ყოვლისა. ნახერხის მიღება მინდა, ვნახოთ, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს თავისი დრო და წესრიგი აქვს, ვედროების, თასების და სხვა ნივთების დამზადებაზე ვფიქრობ“, – გვიზიარებს ის.

ყავრელიშვილი ნედლეულს სხვადასხვა ფასად ინახავადა. მაგალითად: 1 კგ პლასტმასი 40 თეთრად იყიდა, ხოლო ცელოფანი — 80. ის ამბობს, რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ჩვენი თანამოსაუბრე არ წუხდება, დროთა განმავლობაში ის ყველა სირთულეს გადალახავს და მიზანს მიაღწევს, ახალქალაქში პლასტმასის გადამუშავება და წარმოება რეალობა გახდება, ბაზარზე ფინანსური და კონკურენტული პრობლემების მიუხედავად. ის ხაზს უსვამს, რომ მისი მიზანია არა მხოლოდ ბიზნესით დაკავება, არამედ მოსახლეობაში ნაგავის წინასწარი გადახარისხების კულტურის დანერგვა.

პლასტიკური ნარჩენები გროვდება და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას და გარემოს. ამ ნარჩენების წვისას წარმოიქმნება მავნე ქიმიური ელემენტები, რომლებიც არა მხოლოდ აბინძურებენ ჰაერს, არამედ გავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე.

2023-2026 წლების ნარჩენების მართვის ხუთწლიან გეგმაში, ახალქალაქის ხელისუფლებამ, კერძოდ, მიუთითა, რომ ნარჩენების დასახარისხებლად შესაბამის კონტეინერებს შეიძენენ. ასევე 4 სპეციალური მოწყობილობა ქაღალდის, მინის, პლასტმასის და ორგანული ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირებისთვის.