12 სექტემბერს, სკრინინგის ეროვნული ცენტრი უფასო სკრინინგ გამოკვლევებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ჩაატარებს.
• მამოგრაფია 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის;
• საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა 25-60 წლის ქალებისთვის
იმ შემთხვევაში, თუ უფასო სამედიცინო გამოკვლევის გავლის მსურველთა რიცხვი 120-ს გადააჭარბებს, ამ შემთხვევაში, სკრინინგული გამოკვლევები მეორე დღეს, 13 სექტემბერსაც ჩატარდება.
უფასო სკრინინგ გამოკვლევები ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩატარდება (EVEX კლინიკა, ახალქალაქი).