ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში გზები დაკეტილი არ არის.
დღეს, 13 იანვარს, მუნიციპალიტეტში ძლიერად თოვს და ძლიერი ქარია. სოფლის გზებზე მანქანების მოძრაობა რთულია, ზაფხულის საბურავებით მანქანები გზებზე ვერ მოძრაობენ. თუმცა, დილით მერიაში სოფლის გზების დაკეტვის შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
„დაკეტილი გზების შესახებ მუნიციპალიტეტიდან ჯერ არ მიგვიღია ინფორმაცია, ეს არის საკონტროლო კომისიის დავალება, ტელეფონი ჩართულია 24 საათის განმავლობაში, სოფლის უფლებამოსილი წარმომადგენლები გვაცნობებენ, გზას დაკეტავს, საკითხს მოვაგვარებთ. გავხსნით“, – განაცხადა ახალქალაქის მერმა, მელქონ მაკარიანმა.
კომპანია «ჯავახავტო გზაში», რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების გზების გაწმენდას 2022 წელს დაჰპირდა, აცხადებენ, რომ დასუფთავების შესახებ ინფორმაციას მერიიდან იღებენ და ჯერ ინფორმაცია არ მიუღიათ.
„მათ გარეშე ვერაფერს ვაკეთებთ, მართალია ხანდახან პირდაპირ ეუბნებიან ჩემს თანამშრომლებს, მაგრამ მაინც მეცოდინებოდა. რაც შეეხება ახალქალაქის ცენტრალურ გზებს, ტექნიკა უკვე მუშაობს, რაც საჭიროა კეთდება, თუმცა ისევ თოვს. ქალაქ ახალქალაქს ჩვენ არ ვემსახურებით, უბრალოდ, ხანდახან ვეხმარებით“, – თქვა შპს „ჯავახავტო გზას“ დირექტორმა, ნოდარ ინასარიძემ.