ყოფილი სამხედრო ქალაქის მცხოვრებლებმა განგაში ატეხეს – შენობების ეზოში გველები შენიშნეს, მათ გადასატანად მაშველების დახმარება სჭირდებათ. თუმცა ხალხმა არ იცის ვის მიმართოს.
ამის შესახებ JNEWS-ს ყოფილი სამხედრო ქალაქის ერთ-ერთმა მცხოვრებმა აცნობა.
„დაახლოებით 5 წელია აქ ვცხოვრობ, გველებისგან ასეთი აქტივობა არასდროს შემიმჩნევია. რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილი შეშინებული მოვიდა, თამაშის დროს გველები შენიშნა და მაშინვე გამოიქცა. ახლა გვეშინია ბავშვების ეზოში სათამაშოდ გაშვება, არც კი ვიცით შხამიანი გველებია თუ არა, ყოველ შემთხვევაში ძალიან საშიშია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, – ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები გ.ო.
მოსახლეობამ არ იცის ვის მიმართოს პრობლემის მოსაგვარებლად, დაახლოებით ერთი თვე გავიდა, თითქმის ყოველდღე ამჩნევენ გველებს, ეშინიათ ბავშვების ეზოში გაშვების. მათი თქმით, გველების გადასატანად მაშველების დახმარება სჭირდებათ.
ხაზს გავუსვამთ, რომ ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა წელს ახალქალაქში, მაგრამ საქართველოში არ არსებობს გველების შემთხვევაში საფრთხის პრევენციისა და სწრაფი რეაგირების სისტემა, თუმცა ქვეყანაში 24 სახეობის გველია, რომელთაგან ოთხი შხამიანია: გველგესლა, სტეპის გველგესლა, კავკასიური გველგესლა და გრძელცხვირა გველგესლა.
ასევე წაიკითხეთ:
ფოტო Jnews-ის არქივიდან