დღეს, 12 აგვისტოს, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულმა ახალქალაქის ახალგაზრდულმა საბჭომ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე დღეს ახალქალაქში, ცენტრალურ პარკ „ხას ბახჩაში“ აღინიშნა. პროგრამა ახალქალაქის ახალგაზრდული საბჭოს წევრების მისასალმებელი სიტყვით დაიწყო, რის შემდეგაც მეტაქსია ქეიანმა დოლზე დაუკრა, ხოლო „Line up“-ის თეატრალური ჯგუფის მოსწავლეებმა დამსწრეებს წარუდგინეს ეტიუდი სახელწოდებით „სარკე“.

დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა თამაში „რა? სად? როდის?“, რომლის მონაწილეებმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღეს პრიზები: საათები, ჭიქები, ყურსასმენები და ა.შ.

პარკთან, სპორტულ მოედანზე სპორტული შეჯიბრებები გაიმართა.

Дизайн без названия - 1

Ukus - 1

ახალგაზრდობის დღის ბოლოს “DJ რუბოს” მონაწილეობით დისკოტეკა გაიმართა.

Ukus - 1

Ukus - 1

ახალქალაქის ახალგაზრდული საბჭო ახალქალაქის მერიის დაქვემდებარებაშია და ახალი ორგანოა. 31 ივლისს “ახალგაზრდული საბჭოს” (ახალქალაქის მერის მრჩეველთა ორგანოს) პირველი სხდომა გაიმართა. საბჭოს მიზანია ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, განვითარება, ლობირება და ახალგაზრდების საჭიროებების დაცვა, მათი გადაჭრის გზები პრიორიტეტების შემუშავების პროცესში. საბჭოს 25 წევრი ჰყავს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე საბჭოს მიერ ჩატარებული პირველი ღონისძიებაა.

Ukus - 1