განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 12 საბავშვო ბაღი 30 მარტიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. სწავლება Viber-ისა და Messnger-ის საშულებით ხორციელდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების მეთოდისტის, ზარინე ზადოიანის თქმით, ეს კეთდება იმისათის, რომ ბავშვებმა დრო სასარგებლოდ გამოიყენონ.
«ბავშვები მთელი დღე სახლში არიან, მათთან მუშაობაა საჭირო. მართალია, რასაც საბავშვო ბაღებში ვუკეთებდით, ჩვენ ვერ შევძლებთ დისტანციურად, მაგრამ ეს მაინც რაღაცას ნიშნავს. მშობლებმაც უფრო მეტი დრო უნდა დაუთმონ ბავშვებთან მუშაობას, ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებთ, ვთხოვეთ სერიოზულად მოეკიდონ ამ საკითხს»,- ამბობს ზარინე ზადოიანი.
მან დისტანციური სწავლების პროგრამა უკვე შეადგინა. დღის პირველ ნახევარში ბავშვებმა უნდა ისწავლონ ლექსები, მოუსმინონ ზღაპრებს და ნახატების მიხედვით მოყვენ, დღის მეორე ნახევარში ექნებათ ხატვა, გავლილი მასალის მიხედვით უნდა დახატონ. ყოველ დღე ირჩევა ახალი თემა.
აღმზრდელები მუშაობენ ვაიბერით, ისინი დავალებას მშობლებს უგზავნიან. მშობლები შედეგს ვიდეოჩანაწერის, ხმოვანი შეტყობინებების ან ფოტოების საშუალებით უგზავნიან აღმზრდელს.
მსგავსი სწავლება სიახლეა, როგორც აღმზრდელებისთვის, ასევე ბავშვებსა და მშობლებისათვის.
№1 საბავშვო ბაღის აღმზრდელი ანაიდ მუსიკიანი ამბობს, რომ ჯერჯერობით დამუშავების პროცესში არიან, თუმცა ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
«ჩვენ შევქმენით ჯგუფი, მე დილით უნდა მივცე პროგრამა, გავაცნო თემა, შემდეგ ისინი სათითაოდ ჯგუფში დაამატებენ მუშაობის შედეგებს. ჩვენ მშობლებს ბავშვებთან მუშაობის მიმართულებას ვაძლევთ»,- ამბობს ანაიდა მუსიკიანი.
ერან გალოიანს ჯგუფში 43 ბავშვი ჰყავს. ის მსგავს სწავლებას რთულად არ მიიჩნევს, მაგრამ ის შეშფოთებულია, რომ არ მყარდება პირდაპირი კონტაქტი, თუმცა მან ბავშვებში სწავლების ახალი მეთოდისადმი ინტერესი დაინახა.
«ახლა შევქმენით ჯგუფი, მაგრამ ბავშვებში აქტიურობა და ინტერესი შევამჩნიე, ისინი უკვე ერთმანეთთან კონტაქტობენ, აგზავნიან რაღაცეებს, კომენტარებს აკეთებენ ჯგუფში. ვნახოთ მერე რა მოხდება»,- ამბობს ერან გალოიანი.
მეთოდისტი ზარინე ზადოიანი ამბობს, რომ მათი მიზანია- ბავშვსა და აღმზრდელს შორის დისტანციური კონტაქტის მაქსიმალური შესაძლებლობის შექმნა.
«აღმზრდელები დავალებას ხმოვანი შეტყობინების სახით გაუგზავნიან იმისათვის, რომ ბავშვებმა მასწავლებლის ხმა გაიგონ და მათ შორის კავშირი იგრძნონ. ასეთი სწავლების ერთადერთი უარყოფითი არის ის, რომ პირდაპირი კონტაქტი და კომუნიკაცია არაა მაგრამ, მე ვფირობ, რომ ეს უკეთესია, ვიდრე საერთოდ არაფერი»,- ამბობს ის.
მშობლებს, რომლებსაც სავალდებულო საშინაო დავალება გამოუჩნდათ, მსგავსი სწავლების შედეგიანობის შესახებ ჯერ არაფრის თქმა შეუძლიათ, თუმცა საერთო ჯამში კმაყოფილნი არიან.
ასმიკ მარგარიანი ამბობს, რომ უკვე იცის თუ კონკრეტულად რით უნდა დააკავოს ბავშვი.
«მე სახლში ბავშვთან ერთად ვმუშაობ, მაგრამ ეს სიახლეა. ჩემი ვაჟი 6 წლის არის, გოგონა კი 3 წლის. თავისი ძმის მზგავსად, ისიც იჯდება და იმეცადინებს»,- ამბობს ასმიკ მარგარიანი.