20 მარტს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც HEKS EPER Georgia ორგანიზაციამ „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრული მონაწილეობისთვის“ პროექტის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სამუშაოების მოხსენება წარმოადგინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის აქტიური მოქალაქეები.
პროექტის მენეჯერმა გიორგი აქიაშვილმა ისაუბრა პროექტზე, გაწეულ სამუშაოებზე და პროექტის შუალედურ შედეგებზე.
პროექტი 2022 წელს დაიწყო და 2025 წლის შუა რიცხვებში დასრულდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის მცირე ბიზნესის დაფინანსება. ამ პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ბიუჯეტი პირველად ახალქალაქში დაიწყო.
„საინფორმაციო კამპანიები მაქსიმალურად ეფექტურად დავგეგმოთ, რომ ამ პროცესში ინკლუზიურობა გაიზარდოს. ეს 2024 წლის მთავარი ამოცანა იქნება. წლის ბოლომდე ჩვენ შევძლებთ გავაანალიზოთ ზოგადი და შუალედური შედეგები, რა ცვლილებები მოხდა სამოქალაქო სექტორმა, რა გამოწვევები გამოიკვეთა იმისათვის, რომ HEKS EPER Georgia-მ და სხვა პროგრამებმა, რომლებიც ფინანსდება ევროკავშირისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, შეეძლოთ ამ მუნიციპალიტეტებში იმუშაონ სამოქალაქო ჩართულობაზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე“, – თქვა HEKS EPER Georgia პროექტის კოორდინატორი ოლგა ენდელაძე.
სამცხე-ჯავახეთში პარტნიორი ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მხარდაჭერის ცენტრის” (SCCSF) წარმომადგენელმა ნინო რუხაძემ დამსწრეებს ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების რაოდენობა წარმოუდგინა.
პროგრამის ფარგლებში HEKS EPER Georgia-მ ასევე დააფინანსა ბიზნეს-პროექტები. სამცხე-ჯავახეთში დაფინანსდა 35 მცირე ბიზნესის პროექტი, ხოლო 1 საშუალო ბიზნეს პროექტი ახალციხეში. 10 პროექტი დაფინანსდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 5 ნინოწმინდაში და 21 ახალციხეში.
ოლგა ენდელაძის თქმით, დაფინანსებული ბიზნეს-პროექტების ძირითადი ნაწილი არის შესყიდვები, აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია ბიზნესის განვითარებისთვის.
პროგრამას ორგანიზაცია HEKS-EPER Georgia სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.