22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი კომპონენტის ფარგლებში, ახალქალაქის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზიდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფოს უნივერსიტეტის ახალქალაქის შენობამდე მიმავალი გზის პირას 125 ფიჭვი დარგეს.
ხეების დარგვის აქციაში ახალქალაქის მერიის წარმომადგენლები მერის მელქონ მაკარიანის ხელმძღვანელობით, ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებმა თავმჯდომარის ნაირი ირიციანის ხელმძღვანელობით მიიღეს მონაწილეობა. აქციაში მონაწილეობა მიიღო ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა სამველ მანუკიანმაც.
ხეების დარგვამდე გზის აღნიშნული მონაკვეთი ახალქალაქის სერვის ცენტრის თანამშრომლებმა გაასუფთავეს.
ღონისძიება დედამიწის დღეს მიეძღვნა.