დღეს, 9 აგვისტოს, ახალქალაქში „ჯავახეთის გაზაფხულის“ სიმღერისა და ცეკვის მე-14 კონკურს-ფესტივალი გაიმართა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 27 ანსამბლი მრავალფეროვანი კოსტიუმებით, მათი სოფლის სახელწოდებით პლაკატებით დღეს კულტურის სახლში ტრადიციული საერთო ფოტოს გადასაღებად და ყოველწლიური „ჯავახეთის გაზაფხული“ სიმღერისა და ცეკვის ფესტივალის დასაწყებად შეიკრიბა.
თითოეულმა ანსამბლმა გამოიჩინა თავისი უნარები, სხვადასხვა ასაკის ბავშვებმა შეასრულეს როგორც სომხური, ისე ქართული ცეკვები, სცენიდან ასევე გაისმა სოლო ხალხური სიმღერები. დარბაზი სავსე იყო მაყურებლით – შვილების სანახავად მივიდნენ მშობლები, ახლობლები და მეგობრები.
ფესტივალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე კულტურის მოღვაწეები ახალქალაქიდან ესწრებოდნენ. ჟიურიმ მონაწილეების გამოსვლები შეაფასა.
„დღეს გაიმართა ჯავახეთის გაზაფხულის სიმღერისა და ცეკვის მე-14 ფესტივალის დახურვა. მონაწილეობდა 27 კოლექტივი. აღვნიშნავ, რომ თარიღთან დაკავშირებით დაგვიგვიანდა, რადგან ყოველწლიურად ივნისში, მაქსიმუმ ივლისში ვატარებდით. და ამიტომ ბევრი კოლექტივი უკვე არდადეგებზე იყო და მონაწილეობა ვერ მიიღო“, – ამის შესახებ ახალქალაქის კლუბების ასოციაციის დირექტორმა აშუღ ალიკ ჯავახკმა განაცხადა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ახალქალაქის მერიას ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერისთვის.
კონცერტის შედეგად კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულები გამოცხადდა. ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ფესტივალის გრან პრი „ცეკვის“ ნომინაციაში ხანდოს ანსამბლმა მიიღო.
ფესტივალის გრან პრი „სიმღერის“ ნომინაციაში მიიღო ანი თოროსიანმა.
ნომინაცია „ცეკვა“:
ნომინაცია „სიმღერა“:
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი „ჯავახეთის გაზაფხული“ პირველად 2008 წელს გაიმართა. პანდემიის გამო ფესტივალი ორი წელი არ ჩატარებულა. სხვა წლებში ის რეგულარულად ტარდებოდა წელიწადში ერთხელ, ზაფხულზე. ჯერ სოფლებში იმართება შესარჩევი ეტაპი, შემდეგ გალა-კონცერტზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები.