1 ივლისს, ახალქალაქში, “Line up” ცენტრში, გომანელი ახალგაზრდა მწერლის ბეგლარ ჩრაღიანის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ახალგაზრდა პოეტმა წარმოშობით სოფელ გომანიდან ბეგლარ ჩრაღიანმა დღეს სახელწოდებით „დანგრეული კანდელის“ მეოთხე წიგნი წარადგინა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, სადაც მწერალმა დაწყებითი განათლება მიიღო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლები.
„ეს არის ჩემი მე-4 წიგნი, რომელიც გამოიცა ერევანში, სადაც უკვე გაყიდვაშია. ჩვენ ჯავახეთშიც ვფიქრობთ წიგნის გაყიდვაზე. ეს წიგნი დანარჩენებს არ ჰგავს. „დანგრეული კანდელის“-ში ყველაზე მეტად საუბარია ფილოსოფიაზე, ფსიქოლოგიაზე, ზოგადად საუბარია ადამიანურ ურთიერთობებზე. რატომ დავარქვი „დანგრეული კანდელის“? ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე რთული პროცესი იყო რაღაცის დაწყება. დასაწყისზე იყო დამოკიდებული ყველაფრის აზრი. წიგნში საუბარია მატერიალურ და სულიერ სამყაროზე, ჩვენი დროის პრობლემებზე, რომლებიც ძირითადად მატერიალურ სამყაროს უკავშირდება“, – ამბობს ავტორი თავის წიგნზე.
„დანგრეული კანდელის“ წიგნი 100 ეგზემპლარად გამოიცა. წიგნი გამოიცა რუსეთში მცხოვრები უფროსი ძმის ფინანსური მხარდაჭერით.
ბეგლარ ჩრაღიანი სოფელ გომანში დაიბადა, 9 წელი სოფლის სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი სწავლა სომხეთში განაგრძო. ჩაირიცხა პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკურ კოლეჯში, შემდეგ 4 წელი სწავლობდა პროგრამირებას ამავე სახელწოდების უნივერსიტეტში. ახლა ის მშობლიურ ჯავახეთში დაბრუნდა და აქ რეგიონის 12 სკოლაში IT მენეჯერად მუშაობს. ბეგლარი თავიდან მხოლოდ ლექსებს წერდა, ახლა კი მოთხრობებსა და რომანებს წერს. მან უკვე გამოსცა 4 წიგნი, რომელთაგან პირველი “სულის თვალები” გამოიცა, როდესაც 19 წლის იყო. 2021 წელს გამოიცა მისი მეორე წიგნი “ფარული ლტოლვა”, 2022 წელს – „განმეორებითი სიყვარულის ნოემბერი“ და ახლა „დანგრეული კანდელის“.