“სომხური კონიაკი“ სომხური ბრენდია და სხვა არაფერი“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერი-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2021 წელს სომხეთი დათანხმდა, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარების სანაცვლოდ, მის მიერ წარმოებული სასმელებისთვის “კონიაკი“ აღარ ეწოდებინათ.
ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე გაიხსენა, რომ კონიაკი, შამპანურის მსგავსად, თავდაპირველად არა სასმლის, არამედ რეგიონის სახელი იყო. ამიტომ, სახელწოდება “კონიაკი“ საფრანგეთის არამატერიალური ღირებულებაა და აქედან გამომდინარე, სომხეთის რესპუბლიკაშიც მიდგომა უნდა შეიცვალოს – არ შეიძლება ითქვას, რომ “კონიაკი“ სომხური სასმელია, მიუხედავად იმისა, რომ სასმლის ეტიკეტებზე ბოლო 100 წელია “კონიაკი” იწერება.
„სხვისი არამატერიალური ღირებულების მითვისება არაკეთილსინდისიერებაა. თუ არ შეგვიძლია ახალი სახელწოდების მოფიქრება, მაშინ დაახლოებით ისეთ სახელზე უნდა ვიფიქროთ, როგორიცაა “ბრენდი“, – განაცხადა ფაშინიანმა.