სომეხი პიანისტი, კომპოზიტორი, ეთნომუსიკოლოგი, ლექტორი, მწერალი და პროდიუსერი შაან არწრუნი ახალქალაქს საქველმოქმედო კონცერტით და მუსიკალური სკოლის სტუდენტებისთვის მასტერკლასით ეწვია. მისი ვიზიტი მიზნად ისახავს პროვინციებიდან ჩამოსული ნიჭიერი ბავშვების მსოფლიო კულტურის გაცნობას.

4

20 მაისს შაან არწრუნმა ახალქალაქის მუსიკალური სკოლის მოსწავლეებისთვის მასტერკლასი, ხოლო 21 მაისს სამცხე-ჯავახეთის სომხური სამოციქულო ეკლესიის ვიკარიატის სააქტო დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი ჩაატარა. მაესტროსთან ერთად კონცერტზე მუსიკალური სკოლის მოსწავლეები არსენ კარაპეტიანი და ვარდან კალივონჯიანიც გამოვიდნენ.

7

8

კონცერტის მოსასმენად მივიდნენ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარი, ვიკარიატის მომუშავეები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი და სხვები. შაან არწრუნის ბიოგრაფია და მოღვაწეობა მოკლედ წარმოადგინა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის წინამძღვარმა მეუფე ვარდაპეტ ტერ ნშან ჰამაიაკიანმა.

2

კომიტასი, ხაჩატრიანი, შოპენი, რახმანინოვი… მცირერიცხოვანი, მაგრამ ენთუზიაზმით სავსე ახალქალაქელები საათზე მეტხანს ტკბებოდნენ მაესტროს და ადგილობრივი ტალანტების წარმოდგენებით. შაან არწრუნმა სპექტაკლთან ერთად საინტერესო მომენტებიც გაიხსენა კომპოზიტორების ცხოვრებიდან.

„პროვინციების მოსახლეობა გარკვეულწილად მოკლებულია იმ შესაძლებლობებს, რაც დიასპორაში არსებობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პირველად ჩამოვდივარ საქართველოში, იმედი მაქვს, კიდევ მექნება ქალაქების მონახულების შესაძლებლობა სადაც სომხები ცხოვრობენ. ამ პროგრამის მიზანია, უპირველეს ყოვლისა, სომეხ ბავშვებთან გაცნობა, რომლებიც დადიან მუსიკალურ სკოლებში, მაგრამ არ აქვთ შესაძლებლობა მოუსმინონ მათ ამ პატარა ადგილების გარეთ. ჩემი მიზანი ასევე არის გავაცნო მათი საცხოვრებელი ადგილის მიღმა რა არის მსოფლიოში“, – ამბობს შაან არწრუნი.

1

გამოჩენილი პიანისტის ვიზიტი სომხების დახმარების ფონდის ორგანიზებით და დაფინანსებით გაიმართა. ამ პროგრამის ფარგლებში შაან არწრუნი სომხეთის 7 ქალაქს ეწვია, ახალქალაქიც ამ პროგრამით იყო ჩართული.

6

შაჰან არწრუნს კიდევ ერთი მიზანი აქვს – შეაგროვოს ძველი დისკები სომეხი კომპოზიტორების ჩანაწერებით, გააციფრულოს და მთელ მსოფლიოს წარუდგინოს.