9 იანვარს, თბილისში სერგეი ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო “საქართველოს სომეხთა კავშირის”, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის, საქართველოს საელჩოს, ერევნის სერგეი ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმის, თბილისის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრის მხარდაჭერით. ასევე ცნობილი კულტურის მოღვაწეების თანამშრომლობით.
2015 წლიდან საქართველოში სერგეი ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი კონკურსი იმართება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის და სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სომხური კულტურა, სიმღერა და ცეკვა, მუსიკა და სომხური სული.
ღონისძიების დასასრულს კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აღსანიშნოთ, რომ კონკურსის გამარჯვებულები ორ ჯგუფად დაიყვნენ: მოზრდილები და არასრულწლოვნები, ამასთანავე თითოეულ ჯგუფში 3 მონაწილე გამოვლინდა გამარჯვებულად და დაჯილდოვდა სხვადასხვა საჩუქრებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლები, სტუდენტები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე პირები, საელჩოს წარმომადგენლები, ასევე თბილისის უხუცესთა საბჭოს თანამშრომლები, რომლებმაც საუბრისას ამ ღონისძიების აღნიშვნის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
სანამ კონკურსში გამარჯვებულთა სახელები გამოცხადდებოდა, მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაეცნოთ და შეესწავლათ დარბაზში დამონტაჟებული კოლაჟები.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა კავშირის“ დამფუძნებელ-დირექტორმა მარი არაკელოვამ სამადლობელო სიტყვაში აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში მათ ბევრი მხარდამჭერი ჰყავდათ, რომელთა წყალობითაც კონკურსი იმართებოდა, მან ორ ქვეყანას შორის ძლიერი კავშირის დამყარებაში ფარაჯანოვის როლს გაუსვა ხაზი.
ღონისძიების დასასრულს, შარლ აზნავურის კულტურული ცენტრის წარმომადგენლებმა თბილისის უხუცესთა საბჭოს თანამშრომლებს საჩუქრები გადასცეს.