58 წლის ასაკში სომხური კულტურის დამსახურებული მოღვაწე, ტრადიციული ცეკვებისა და სიმღერების ანსამბლ „კარინის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი გაგიკ გინოსიანი გარდაიცვალა.

გაგიკ გინოსიანის ქალიშვილი წოვინარ გინოსიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე მამის სიტყვებს ციტირებს. „ცხოვრებაში არავის მიმართ არ ვყოფილვარ ირონიული, რადგან ირონია ჩემი საქმე არ არის. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მინდა მივმართო ირონიას… როცა სიკვდილი ჩამხედავს თვალებში.

სიკვდილს ირონიით მოეპყარით… ასე მაინც შეძლებთ სიკვდილზე გამარჯვების მოპოვებას. მოექეცით მას ირონიით, არ გააცნობიეროთ სიკვდილი: ასე იბადება უკვდავება“.
გაგიკ გინოსიანი“.

გაგიკ გინოსიანი 1966 წლის 3 აგვისტოს ახალციხეში დაიბადა. 1972-1982 წლებში სწავლობდა ქალაქ ახალციხის N3 სომხურ საშუალო სკოლაში. 1982-1983 წლებში ახალციხის მოძრავ მექანიზებულ კოლონაში მუშად მუშაობდა. იმავე წელს ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტექნიკური კიბერნეტიკის ფაკულტეტის ავტომატიზაციისა და ტელემექანიკის განყოფილებაში ჩაირიცხა და 1990 წელს დაამთავრა.

მონაწილეობდა არცახის პირველ ომში, იყო მებრძოლი „განმათავისუფლებელი არმიის“ რაზმში ლეონიდ აზგალდიანის მეთაურობით, შემდეგ 1992 წლის აგვისტოში „მკვლელი არწივები“ სპეცდანიშნულების ბატალიონში შწიყვანეს.

მონაწილეობდა მარტაკერტის, ასკერანის, მარტუნის, ბერძორის, ქარვაჭარის განმათავისუფლებელ ბრძოლებში.

1994-1996 წლებში მსახურობდა სომხეთის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონში. 1995-1996 წლებში ჩაირიცხა და დაამთავრა მოსკოვის მარშალ შაპოშნიკოვის სახელობის უმაღლესი ოფიცრების კურსები. 1996 წელს დემობილიზებული იქნა სომხეთის შეიარაღებული ძალების რიგებიდან.

გაგიკ გინოსიანმა ცეკვა 1987 წელს დაიწყო ჰაირიკ მურადიანის მიერ შექმნილ ეთნიკურ ჯგუფში „ვანში“. 1987-2001 წლებში ჯგუფების „ვან“, „ანდოვკი“, „აკუნქი“ საკონცერტო პროგრამების ფარგლებში, მან მონაწილეობა მიიღო არაერთ უცხოურ გასტროლში და 4 სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა: 1996 წელს მესამე საერთაშორისო ფესტივალზე იტალიაში, ლიკატაში, და პიეტრაპერციაში, 1999 წელს რუმინეთში, იასში, „კატალინას“ მეხუთე საერთაშორისო ფესტივალზე და მეორე საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც იუნესკოს ეგიდით ხორვატიაში, ქალაქ კარლოვაცში გაიმართა.

2001 წელს გაგიკ გინოსიანმა ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები „წოვაკ“ და „კარინი“ დააარსა.

2011 წელს ანსამბლმა „კარინმა“ გაგიკ გინოსიანის ხელმძღვანელობით, რომელიც ეროვნული ცეკვების მე-14 მსოფლიო კონკურს-ფესტივალზე სომხეთის რესპუბლიკას წარმოადგენდა, რომელიც 1985 წლიდან ესპანეთში ტარდება, დაიკავა პირველი ადგილი ცეკვის ნომინაციაში, ხოლო მუსიკალურ ნომინაციაში მიენიჭა მესამე პრემია, რისთვისაც საქართველოს კულტურის სამინისტრომ გ.გინოსიანი საქართველოს კულტურის სამინისტროს ოქროს მედლით „ნაციონალური საცეკვაო ხელოვნების განვითარებასა და გავრცელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“ დააჯილდოვა.

წყარო: Panorama.am