21 ივლისს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში 58-ედ აღნიშნეს ტერიანის დღე.
სადღესასწაულო დღე სურბ კარაპეტის ეკლესიაში დაიწყო, რომელიც ვაჰან ტერიანის, მამა გრიგორის მიერ 1859 წელს არის აშენებული, სადაც ამ დღისადმი მიძღვნილი წმინდა ლიტურგია ჩატარდა. შემდეგ სტუმრებმა ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმში ექსკურსია ჩაატარეს, რომლის კაპიტალური რემონტიც წელს დაიწყო.
დღის მეორე ნახევარში განძაში ტერიანის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული გამოფენა გაიმართა.
ერევნიდან და თბილისიდან საცეკვაო ანსამბლებმა და სოლო შემსრულებლებმა, ნინოწმინდის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა, ასევე სოლო მომღერლებმა და ლექსების მკითხველებმა განძაში ტერიანის დღე გამოსვლებით ნამდვილ ეროვნულ დღესასწაულად აქციეს.
პოეტ ვაჰან ტერიანისადმი მიძღვნილ დღესასწაულს ბევრი სტუმარი ესწრებოდა, როგორც ერევნიდან, თბილისიდან, ასევე ჯავახეთის სხვადასხვა კუთხიდან:
აღვნიშნავთ, რომ 2019 წელს „ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდმა დიდი პოეტის სახლ-მუზეუმი განაახლა. 2021 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა საგამოფენო დარბაზს, რომელსაც მსოფლიოს სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩაუტარდა მოდერნიზება.