14-დან 19 დეკემბრამდე ბაკურიანში ყოველწლიური ფესტივალი „მზიანი საქართველო“ გაიმართა, რომელშიც სამველ ხოდიკიანის ხელმძღვანელობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრი „პუი პუი“ მონაწილეობდა და მრავალი პრიზიც მიიღო.
ფესტივალს თოჯინების თეატრები საქართველოს 6 ქალაქიდან, ბაღდათიდან, საგარეჯოდან, სამტრედიიდან, ბოლნისიდან, ახალქალაქიდან, ფოთიდან, ესწრებოდა. სამველ ხოდიკიანმა კარენ სტელმაშოვთან ერთად სპექტაკლი “მუსიკალური ზღაპარი” წარმოადგინა.
„დიდი შთაბეჭდილება მოვახდინეთ როგორც ჟიურზე, ისე მაყურებელზე. 4 დიპლომი და სპეციალური პრიზიც მივიღეთ “, – განმარტა სამველ ხოდიკიანმა, თოჯინების თეატრის “პუი პუის” ხელმძღვანელმა.
თეატრი ნომინაციებში “საუკეთესო სპექტაკლი”, “საუკეთესო თოჯინების ოსტატსა” და მაყურებლის სიმპათიით დაჯილდოვდა. მადლობის წერილები კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს მელქონ მაკარიანსა და კულტურის სამსახურის დირექტორს ვალერი სტელმაშოვს თოჯინების თეატრის მხარდაჭერისთვის გადაეცათ.