ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოფელ კუმურდოში მუნიციპალური საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ამბულატორიის ასაშენებლად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა.

სოფელ კუმურდოში 348 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაშია. სამომავლოდ მონაკვეთი უნდა გადავიდეს „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის” ბალანსზე, რომელმაც მასზე ამბულატორია უნდა ააშენოს.

საკრებულოს დეპუტატები დაინტერესდნენ, რა ბედი ეწიათ უკვე გადატანილ ამბულატორიებს. 1 წელზე მეტია ამბულატორიები ჰოლდინგისთვის არის გადაცემული, თუმცა მათი მუშაობა ადგილზე ჯერ არ ჩანს.

„მე იგივე პასუხი მაქვს, როგორც გასულ თვეში. მათ გეგმა აქვთ, პროგრამის მიხედვით მიდიან წინ, რომელი ამბულატორია როდის იქნება გადაცემული. წინასწარ უნდათ, რომ ტერიტორიები ჰქონდეთ. თუკი სოფელ კუმურდოში მიწა ამბულატორიისთვის უნდათ, მიწა უნდა ჰქონდეთ, რომ იცოდნენ რა პროექტი შეადგინონ“, – უპასუხა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა მნაცაკან ფამბუხჩიანმა.

„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი” სოფელ კუმურდოში ახალი სამედიცინო ცენტრის აშენებას გეგმავს. მანამდე, 18 აპრილს, ჰოლდინგის წარმომადგენლებმა ტერიტორიის აზომვები ჩაატარეს.

კუმურდოში ახალი სამედიცინო პუნქტის აშენება იგეგმება

ამჟამად კუმურდოში ფუნქციონირებს სამედიცინო ცენტრი, მაგრამ კეთილმოწყობილი არ არის. მიწის ნაკვეთზე არის შენობა, რომელსაც გადაეცემა, მაგრამ შენობა არ გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს” გადაეცა 13 სამედიცინო ცენტრი ან ტერიტორია: სოფელ მაჯადიაში, დილისკაში, ზაქში, ღადოლარში, არაგვაში, ტურცხში, აზავრეთში, ბარალეთში, გოგაშენში, იხტილაში, ალასტანში, კარტიკამში და ალათუმანში. ახლა კი კუმურდოს ტერიტორიაც გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში 46 ექთანი და 23 ექიმი მუშაობს. სამედიცინო ცენტრები ხელმისაწვდომია სოფლებში: სულდა, აზავრეთი, ბეჟანო, ალასტანი, ბარალეთი, დილისკა, ვაჩიანი, კუმურდო, ჩუნჩხა, ხანდო, ტურცხი, არაგვა, ჩამდურა, ზაქი, კარტიკამი, ღადოლარი. ზოგიერთ სამედიცინო პუნქტში არ არის ავეჯი და ელექტროენერგია.

სოფლის ამბულატორიების მუნიციპალიტეტიდან სახელმწიფოზე, შემდეგ კი ჰოლდინგზე გადაცემის პროცესი 2023 წელს დაიწყო. ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 16-დან 13 ამბულატორია უკვე გადასცა.

ფოტო Jnews-ის არქივიდან