უკვე ორი თვეა, რაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მწვავე რესპირატორული ინფექციების გავრცელება დაიწყო. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გავრცელებულია როგორც კორონავირუსი, ასევე ჩვეულებრივი გრიპი.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები უმეტეს შემთხვევაში არ ფიქსირდება, რადგან ადამიანები ტესტირებას არ გადიან.
„ვიცით, რომ არის კორონავირუსი, მაგრამ ტესტის გასაკეთებლად არავინ მოდის, ამიტომ ინფიცირებულთა რაოდენობას ვერ ვიტყვით. არიან ისეთებიც, ვინც მდგომარეობის გართულდების შემთხვევაში ახალციხეში მიდის, იქიდან ვიგებთ, რომ კორონავირუსია. სიმპტომები იგივეა, რაც გრიპის დროს. ამჯერად კორონავირუსი არ იწვევს გართულებებს. სიმპტომებია: ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი. ვირუსის პირველი ნიშანი – ყელის ტკივილი. ძირითადად, დაავადება სახლის პირობებში გადააქვთ“.
ტონაკანიანის თქმით, თუ ტესტის გასაკეთებლად დროულად არ მივალთ, არამედ 4-5 დღეში გავიკეთებთ, მაშინ ტესტი კორონავირუსს არ აჩვენებს.
ტონაკანიანი ამბობს, რომ კორონავირუსის ჩვეულებრივი გრიპისგან განსხვავება ძალიან მარტივია, რადგან კორონავირუსი ხასიათდება სხეულის სისუსტით და ხშირი თავის ტკივილით.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მოგვიწოდებს ხელები რაც შეიძლება ხშირად დავიბანოთ, ხშირად დავიმუშავოთ ხელები ალკოჰოლით, მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, ასევე შეგვიძლია აფთიაქების ჩაი დავლიოთ. ვატაროთ ნიღაბი, როგორც ავადმყოფებმა, ასევე ჯანმრთელებმა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში გრიპის საწინააღმდეგო აცრა 590 ადამიანმა გაიკეთა. საავადმყოფოში ამჟამად ხელმისაწვდომია 26 დოზა, ვაქცინაციის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ.
„ეს არც ძალიან კარგ და არც ძალიან ცუდ მაჩვენებლად არ შეიძლება ჩაითვალოს, ეს ნორმალურია“, – დაასკვნა ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა სირანუშ ტონაკანიანმა.