ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 73 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა მათგან 9 უკვე გამოჯანმრთელდა და გაწერილია საავადმყოფოდან, ასევე დღეს ახლად გამოჯანმრთლებული პაციენტების გაწერას ელიან.
საქართველოში გრძელდება კორონავირუსთან და მის გავრცელებასთან ბრძოლა. ინფიცირებულთა დაფიქსირებული შემთხვევები სულ უფრო მატულობს. საგანგებო მდგომარეობაში შეზღუდულია ბევრი ორგანიზაციისა და დაწესებულების მუშაობა, იმ მიზნით, რომ ერთ ადგილას ბევრმა ხალხმა არ მოიყაროს თავი. მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინია გამოცხადებული. თბილისსა და მარნეულში ამ საღამოს დეზინფიცირება ჩაატარეს. განათლების სისტემა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადადის.
საქართველოში 4055 ადამიანი კარანტინშია, 252 ადამიანი კი სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.