ჰასმიკ მინასიანს აქვს საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა ახალქალაქში. მრავალი წლის განმავლობაში ბავშვებთან მუშაობისას ის აღნიშნავს, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი მათთვის რთული და სტრესულია. შესაბამისად, ჰასმიკმა LAG-ის ფინანსური დახმარებით შეძლო თავისი სტომატოლოგიური კლინიკა უფრო კომფორტული გაეხადა ბავშვებისთვის.
ჰასმიკმა ახალქალაქში LAG-ის მიერ გამოცხადებული პროგრამის შესახებ რომ გაიგო, მიიღო გადაწყვეტილება და წარადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც მან ბავშვთა სტომატოლოგიური აღჭურვილობა შეიძინა. ახლა მის სტომატოლოგიურ კლინიკას აქვს ცალკე ოთახი ბავშვებისთვის მულტფილმის გმირებით, ფერადი სავარძლებით და საბავშვო ავეჯით, რომელიც ბავშვებს უყვართ და კომფორტულად გრძნობენ თავს სტომატოლოგიურ სკამზე.
პროექტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 55 088 ლარს, საიდანაც ევროკავშირის დაფინანსებამ შეადგინა 35 750 ლარი, ხოლო ჰასმიკის თანადაფინანსებამ 19 338 ლარი.
ჰასმიკ მინასიანი მიიჩნევს, რომ ეს გრანტი დიდი მხარდაჭერა იყო მისი ცენტრის განვითარებაში, რადგან მისი პირადი სახსრებით ამის გაკეთება ძალიან რთული იქნებოდა.
„მე თვითონ ვერ შევძლებდი მთლიანი თანხის გადახდას, მაგრამ პროექტის წყალობით შევძელი ამ ტექნიკის შეძენა. რა თქმა უნდა, გამიადვილდა მუშაობა, ბავშვებს ძალიან მოსწონთ, უფრო მშვიდად არიან“, – ამბობს ის.
სტომატოლოგი ამატებს, თუ ახალი პროექტი იქნება, ის მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ უკვე მიიღო კანონი „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და სხვა ქვეყნიდან მიღებული დაფინანსება უცხო ძალის ინტერესების ტარებას გულისხმობს .
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში როგორც ჰასმიკი, ისე ბევრი სხვა ადამიანი და ორგანიზაცია მონაწილეობდა ევროკავშირის და სხვებუს საგრანტო კონკურსებში, შეიძინეს სხვადასხვა აღჭურვილობა, განახორციელეს ახალი პროექტები და ასევე წამოიწყეს საკუთარი ბიზნესი. ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ განვითარდება ევროკავშირის საგრანტო პროექტები საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ.