სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაცია თავმჯდომარის მოადგილის, რუბენ რუბინიანის, ასევე საქართველოსა და სომხეთის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ხელმძღვანელობით ახალქალაქში იმყოფება. იმართება სხვადასხვა სახის შეხვედრები, რომლებიც ჟურნალისტებისთვის დახურულია.
დელეგაციის შემადგენლობაში სომხეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებს ახალქალაქში დახვდნენ ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით, რომელიც საქართველოს მხარეს არის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანრლი.
დელეგატებმა დაათვალიერეს სურბ ხაჩის ეკლესია, მის რეზიდენციაში შეხვდნენ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს, ასევე სხვადასხვა შეხვედრები ჩაატარეს.
დელეგაციის ვიზიტი არ ექვემდებარება ადგილობრივი მედიის გაშუქებას, რომელთათვისაც ოფიციალური პრეს-რელიზი იქნება.
Jnews-ის ცნობით, რუბენ რუბინიანის ვიზიტი საქართველოში და კონკრეტულად სამცხე-ჯავახკში ორდღიანი იქნება, ასევე მოსალოდნელია შეხვედრები და ვიზიტი ახალციხეში.