ახალქალაქის მერიის ადმინისტრაციასთან არსებული ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების განყოფილება ფინანსურ დახმარებას უწევს სოციალური ქულის მქონე და არმქონე პირებს, ობლებს, მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ ბავშვებს და სხვა. ვის და რა ოდენობით შეუძლია მიიღოს სოციალური დახმარება, წაიკითხეთ Jnews-ის მასალაში.
სოციალური დახმარება მკურნალობისთვის
1. პირს, თუ აქვს სოციალური ქულა 0-დან 100 000-მდე, ის ითვლება სოციალურად დაუცველად და შეუძლია მიიღოს დახმარება მკურნალობის 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა.
2. თუ ოჯახს არა აქვს სოციალური ქულები, მაგრამ ჰყავს შშმ ბავშვი, მაშინ მას შეუძლია მიიღოს მკურნალობის თანხის 100%, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა. ბავშვს უნდა ჰქონდეს სოციალური დაცვის სამსახურის მიერ ოფიციალურად გაცემული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.
3. საჯარო მოხელეებს (მერიის და საკრებულოს თანამშრომლები) მკურნალობისთვის სოციალური დახმარების მიღება წელს პირველად შეუძლიათ. მკურნალობიდან თანხის 20-30%-ს მიიღებენ, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა. მერიის სოციალურ სამსახურში დახმარების მისაღებად მათ უნდა წარმოადგინონ ცნობა ფორმა „100“, ქვითრები, ხოლო თუ თანხა ჯერ არ არის გადახდილი, მაშინ ფაქტურები და სხვა დოკუმენტები.
ახალშობილები
მშობლებს უფლება აქვთ 12 თვის ვადაში მიმართონ მერიის სოციალურ სამსახურს ერთჯერადი დახმარების მისაღებად.
1-ლი და მე-2 შვილის დაბადებისას – თითო 250 ლარი
მე-3 შვილის დაბადებისას – 500 ლარი
მე-4 შვილი – 800 ლარი
მე-4 შვილის შემდეგ ყოველ მომდევნო შვილზე შემწეობის ოდენობა 300 ლარით იზრდება
დახმარება სოციალურად დაუცველებისთვის
სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა ქულები 0-დან 100 000-მდე იყო და მანამდე 100-დან 1500 ლარამდე ერთჯერად შემწეობას იღებდნენ, 200-დან 1500 ლარამდე მიიღებენ.
თუ ოჯახში 4 ადამიანია და ოჯახს აქვს სოციალური ქულები, მაგრამ ოჯახში არასრულწლოვანი არ არის, ოჯახი მაინც მიიღებს 200 ლარს. ხოლო თუ ოჯახში არასრულწლოვნები არიან, მაშინ ოჯახის ყველა წევრი, 200 ლარის გარდა, 100 ლარიან შემწეობას მიიღებს.
მრავალშვილიანი ოჯახები
18 წლამდე 4 და მეტშვილიანი ოჯახი ითვლება მრავალშვილიანად.
მრავალშვილიანი ოჯახის სოციალური დახმარების ოდენობა 4 ბავშვზე 400 ლარია, 5 ბავშვისთვის კი 500 ლარი. თითოეულ ბავშვზე 100 ლარი. დახმარება არის ერთჯერადი.
სოციალური დახმარების მიღება შეუძლია შშმ პირსაც. დახმარების ოდენობა განსხვავებულია, დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ მერიას.
პოლიტიკურად რეპრესირებულთა ოჯახებს ეძლევათ ერთჯერადი შემწეობა 100 ლარის ოდენობით (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო).
სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან
თუ მრავალშვილიან ოჯახში არის სტუდენტი, მაშინ განმცხადებელს შეუძლია მიიღოს სწავლის საფასურის 50%, მაქსიმუმ 1000 ლარი. განათლება ფინანსდება არა მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ კოლეჯებშიც. მოსწავლის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს. ამასთან, სტუდენტი არ უნდა ჩაირიცხოს სამთავრობო პროგრამებზე. ამ დახმარებით შეუძლიათ ისარგლონ სტუდენტებმა, რომლებსაც ერთ-ერთი მშობელი ჰყავთ, ან საერთოდ ობლები არიან. ასევე წლეულს პირველად დაფინანსებული სტუდენტების სიაში 27 წლამდე მარტოხელა მშობლები მოხვდნენ. მათ შეუძლიათ მიიღონ სწავლის საფასურის 50%.
სოციალური ქულების მქონე ოჯახების ბავშვებს, ობლებს, მრავალშვილიანი ოჯახის შვილებს, ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შშმ ბავშვებს სამხატვრო და მუსიკალურ სკოლაში უფასოდ შეუძლიათ სწავლა.
მედიკამენტები
მედიკამენტების შესაძენად ფინანსურ დახმარებას ის სოციალურად დაუცველები მიიღებენ, რომლებსაც სოციალური ქულები აქვთ 0-დან 100 000-მდე, სამი თვის განმავლობაში მიიღებენ მედიკამენტების ღირებულების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 600 ლარისა. ქრონიკული პაციენტები – მთელი წლის განმავლობაში.
ამ დახმარებით პირველად ისარგებლებენ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულები.
შშმ პირებისთვის მედიკამენტების ღირებულება ანაზღაურდება 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.
დახმარება ონკოლოგიაში
თუ ადამიანი დაავადებულია კიბოთი, მაშინ მას შეუძლია მიიღოს მედიკამენტების საფასურის 50%, არაუმეტეს 1000 ლარისა წელიწადში.
ონკოლოგიური პაციენტი, ასევე, იღებს წელიწადში 1500 ლარს მკურნალობისთვის შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით.
ოპერაციის დროს
თუ ნაოპერაციებ პირს აქვს სოციალური ქულები, მაშინ მას უბრუნდება გადახდილი თანხის 70%, მაქსიმუმ 1500 ლარი. თუ ადამიანს არ აქვს სოციალური ქულები, მაშინ ის მიიღებს ოპერაციის ღირებულების 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.
თუმცა, თუ გადახდილი ჩეკები არ აღემატება 1000 ლარს, მაშინ განმცხადებელი მიიღებს 20-დან 30%-მდე – 300 ლარს.
თუ ოპერაციის ღირებულება 5000 ლარია და ადამიანს არ აქვს სოციალური ქულები, მას შეუძლია მიიღოს 1500 ლარი (30%). თუ პირს 10 000 ლარზე მეტი ოპერაცია გაუკეთდა, მერია მაქსიმუმ 2000 ლარს გადაიხდის.
თუ შშმ ბავშვს უკეთდება ოპერაცია, ის ოპერაციის თანხის 100%-მდე, მაქსიმუმ 1500 ლარს მიიღებს.
სახელმწიფო მოხელეები თანხის 20-დან 30%-მდე, მაქსიმუმ 1500 ლარს მიიღებენ.
საცხოვრებელი პირობები
სოციალური ქულების მქონე პირებს შეუძლიათ მიიღონ ფინანსური დახმარება საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად – წელიწადში მაქსიმუმ 1500 ლარი.
მერიასთან არსებული ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების დეპარტამენტის უფროსის, ანაიდა იორდანიანის თქმით, ანაზღაურების ოდენობას მერიასთან შექმნილი სპეციალური კომისია ადგენს.