ახალქალაქში, დარბინიანის 50-ში, ორსართულიანი კორპუსის გარემონტებული სახურავიდან სამშენებლო ნარჩენი შენობის ტერიტორიიდან ჯერ არ არის გატანილი. კომპანია, რომელიც სახურავის რემონტით არის დაკავებული, კვლავ ირწმუნება, რომ ნაგავს გაიტანს. სამი კვირის წინ Jnews-თან სატელეფონო საუბარში შპს „გოლდ 777“-ის წარმომადგენელმა, რომელიც შენობაში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა, ვარდ მოსოიანმა თქვა, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ ნაგავი მთლიანად გაიტანეს, მაგრამ თუ ნაგავი დარჩენილია და მოსახლეობას ნაგვის გატანის შესაძლებლობა საკუთარი საშუალებებით არ შეუძლია, თვითონ გაიტანენ.
დარბინიანის 50 მისამართზე კორპუსის მოსახლეობამ კვლავ მიმართა საინფორმაციო სააგენტო JNEWS-ს, რათა გაერკვია, თუ რატომ არ გააქვთ ნაგავი.
„მინდა აღვნიშნო, რომ კმაყოფილი ვართ სამუშაოთი, რაც მათ გააკეთეს, სახურავი ძალიან კარგად გამოიცვალა, მაგრამ რაც შეეხება დაგროვილ ნაგავს, გეტყვით, რომ ამ სამუშაოების შემდეგ დარჩა, არც აივანი გვაქვს და არც სხვა ფართი, რომელსაც გავარემონტებთ და საიდან გაჩნდა ნაგავი“, – ამბობს კორპუსის მცხოვრები სტელა ბდოიანი.
Jnews-მა კვლავ მიმართა ვარდ მოსოიანს, მან თქვა:
„ზოგადად, ამ რაიონში ბევრჯერ გამოგვიცლია სახურავი. წინა ჯერზე ვუთხარი, რომ გაასუფთავონ თუკი დარჩენილია ნაგავი. შესაძლოა ამ რაიონში არ შეუმოწმებიათ, კიდევ ერთხელ შევატყობინებ, რომ დარბინიანის ქუჩაზე 50-ე კორპუსის ტერიტორიაზე არსებობს პრობლემა“.
დარბინიანის ქ. 50 ნომერში არსებული ორსართულიანი კორპუსის სახურავის სარემონტო სამუშაოები შპს „გოლდ 777“-მა 34 124 ლარის ოდენობით შეასრულა.