ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა და მერის მოადგილემ მკრტიჩ მღდესიანმა დღეს, 8 მარტს, მუნიციპალიტეტის 3 უხუცეს ქალს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. მარიამ ვარდანიანი, არფენიკ მანასიანი და სათენიკ აკოპიანი 100 წელს გადაცილებულები არიან. მერმა და მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ყვავილების თაიგულები, ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუნიციპალურ დაწესებულებებში მომუშავე ქალებსაც მიულოცა, მათ შორის ახალქალაქის სერვის ცენტრის თანამშრომლებს. მათ ასევე მიიღეს ყვავილების თაიგულები და საჩუქრები.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ნაირი ირიციანმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მუნიციპალიტეტის ყველა ქალბატონს მიულოცა.

„ძვირფასო ქალებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. ეს არის მშვენიერი დღესასწაული და დრო, რომ აღვნიშნოთ თქვენი წვლილი ჩვენი საზოგადოების განვითარებაში, თქვენი სიძლიერე, სიბრძნე და სითბო, რომელიც შემოიტანეთ ჩვენს ცხოვრებაში. თითოეული თქვენგანი იმსახურებს ჩვენს ღრმა მადლიერებას და პატივისცემას თქვენი ფასდაუდებელი როლისთვის, რომელსაც ჩვენს საზოგადოებაში ასრულებთ. თქვენი შრომა და ზრუნვა ჩვენს ცხოვრებას ნათელს და უკეთესს ხდის. დაე, ეს დღე იყოს სავსე სითბოთი, სიყვარულით და მზრუნველობით. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, წარმატებებსა და კეთილდღეობას თქვენს დაწყებებში“, – წერს ნაირი ირიციანი.