დღეს, 2 სექტემბერს, ახალქალაქის “სურბ ხაჩ” (წმინდა ჯვრის) ეკლესიის ეზოში, ჯავახეთის ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით „SOS არცახი“ სახელწოდებით მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
აქციის დროს ჯავახეთის ახალგაზრდული კავშირის წევრებმა დემონსტრირება მოახდინეს პლაკატებზე წარწერებით: „არსახი ჩვენ ვართ“, „აღიარება ხსნისათვის“, „გახსენით ცხოვრების გზა“, „არცახი სომხურია“, „არცახის ბლოკადა იწვევს გენოციდს“. , ასევე ეჭირა სომხეთის და საქართველოს დროშებიც. აქციაზე ახალგაზრდები რეგულარულად სკანდირებდნენ: „ჯავახეთი არცახის გვერდით არის“, „არცახი სომხურია“, „აღიარება ხსნისთვის“, „არცახი მარტო არ არის“.