ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პენსიონერები ყოველთვიურად იღებენ პენსიას მინიმუმ ნახევარი საათით რიგში დგომით. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს LIBERTI ბანკის 5 ბანკომატი, რომელიც ემსახურება პენსიონერებს, ხოლო მუნიციპალიტეტში კი 8425 პენსიონერია. დამატებითი ბანკომატების საჭიროების შესახებ ბანკს ოფიციალურად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმაც მისწერეს.
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 5 LIBERTI ბანკის ბანკომატი, საიდანაც შესაძლებელია თანხის გამოტანა. ამით სარგებლობენ არა მხოლოდ პენსიონერები, არამედ სხვებიც. ახალქალაქში სამი ბანკომატია, ერთი სოფელ ბარალეთის საზოგადოებრივ ცენტრში და ერთი სოფელ კუმურდოს საზოგადოებრივ ცენტრში. ასევე სოფელ დილისკაში, ადმინისტრაციის შენობაში, მუშაობს LIBERTI ბანკის თანამშრომელი, რომელიც პენსიებს ანაწილებს. ამ ყველაფრის გარდა, სოფლებში სპეციალური მანქანა მოძრაობს და პენსიებს არიგებს.
ამის მიუხედავად, პენსიების მიღების დღეებში (1-დან 15-მდე) ბანკომატებთან უზარმაზარი რიგებია. მაგრამ ეს არის იმ ზრდასრულების კატეგორია, რომლებსაც უჭირთ რიგში დგომა 30 წუთიც კი, შშმ პენსიონერებს თუ არ ჩავთვლით. აღვნიშნავთ, რომ ქალაქის მცხოვრებლების გარდა, ახალქალაქის ბანკომატებიდან სოფლის მოსახლეობაც ამჯობინებს პენსიების აღებას.
JNEWS 12 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, LIBERTI ბანკს ეწვია. ბანკს აქვს ორი ბანკომატი. ერთი ჩვენი ყოფნის დროს არ მუშაობდა, ფული იყო ამოწურული. რიგი იყო მეორე ბანკომატთან, და რიგი არ იყო ისეთი დიდი, როგორც ეს ხდება ყოველი თვის მე-10 დღეს. პენსია პენსიონერებს ერიცხებათ სხვადასხვა დღეებში, თვის პირველი დღიდან. ამიტომ, 12 ივლისისთვის ბევრმა უკვე მიიღო პენსია. ბანკომატში ფულის ამოწურვის შემთხვევაში მას ავსებენ სპეციალური მანქანით, რომელიც ახალციხიდან ბანკის თანამშრომლების გამოძახებით ჩამოდის. ამ პროცედურას მინიმუმ 2-3 საათი სჭირდება.
თუმასიან ჰასმიკი სოფელ ხანდოდან ამბობს, რომ სოფელში პენსიების გასანაწილებლად მანქანა მიდის, მაგრამ ქალაქში საქმე ჰქონდა და პენსიის მიღება ამჯობინა ქალაქში.
„საყიდლები მაქვს, აფთიაქში უნდა წავიდე, პროდუქტების ყიდვა მინდა, მაქვს შენატანები. აქედან ვიღებ და ამ ყველაფერს ვაკეთებ. პენსიისთვის ყოველთვის 30 წუთი მაინც ვდგავარ რიგში. ფეხები მტკივა, ფეხების ოპერაცია მაქვს გაკეთებული, დღეს ვთხოვე, ადგილი დამითმეს, რიგის გარეშე ავიღე. კარგი იქნება, რაოდენობას თუ გაზრდიან, რიგში არ დავდებით“, – ამბობს ჰასმიკ თუმასიანი.
რიგში იდგა სოფელ აზავრეთიდან სანტაძე ვალია.
„მანქანები მოდიან, უბრალოდ ქალაქში საქმე მაქვს, თან პენსიაც ავიღე“, – თქვა ვალია სანტაძემ.
სოფელ ორჯას მცხოვრებმა, რომელმაც სახელუს და გვარის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ მანქანები სოფელში გვიან მიდიან, ამიტომ ქალაქში მოდიან.
”მანქანა გვიან ჩამოდის, რიგში ვდგავართ, ფული გვჭირდება, ამიტომ ქალაქში მოვდივართ”, – თქვა მან.
LIBERTI Bank-ის ახალქალაქის ფილიალის მენეჯერმა ირაკლი მელიქიძემ Jnews-თან საუბარში თქვა, რომ ავტომობილი სოფლებში ყოველი თვის მე-10 დღიდან მოძრაობს. ფილიალს მხოლოდ ერთი მანქანა ჰყავს.
„10-მდე პენსიის მიმღები პენსიონერების რაოდენობა ბევრი არ არის, 10-ის შემდეგ ემატება და მერე მანქანა სოფლებში დადის, დღეში 5-6 სოფელს სტუმრობს, სოფელ ბარალეთში, სადაც საზოგადოებრივ ცენტრში არის ბანკომატი, პენსიის მიღება შეუძლიათ ახლომდებარე სოფლების პენსიონერებსაც. საკრებულომ ბანკომატების რაოდენობის გაზრდის მიზნით წერილით მოგვმართა, ჩვენ ზემდგომებს გადავეცით, ისინი განიხილავენ, გაზრდიან თუ არა რაოდენობას, არ ვიცი“, – თქვა ირაკლი მელიქიძემ.