ჯავახეთში, იმ აბონენტების რაოდენობა, რომლებმაც 2021 წლის იანვარში 200 კუბამეტრზე ნაკლები ბუნებრივი აირი მოიხმარეს, გასულ თვესთან შედარებით 2,64%-ით შემცირდა. სახელმწიფო კომუნალური გადასახადების თანხას სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში დაფარავს.
SJGC ჯავახეთის გაზგამანაწილებელი კომპანიის ინფორმაციით, ჯავახეთში, 2021 წლის იანვარში, 17 402 აბონენტიდან სუბსიდიები 7760 აბონენტს შეეხო, მათგან 4646 – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 3114 – ნინოწმინდის.
ჯავახეთის 7760 აბონენტმა 258 962.67 ლარის საერთო თანხით საერთო ჯამში 905 098 კუბამეტრი ბუნებრივი აირი მოიხმარა, მათგან 100 046.67 ლარის 575 395 კუბამეტრი ბუნებრივი აირი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში – 158 916 ლარის 329 703 კუბამეტრი.
პროცენტული შესაბამისობით სუბსიდიები ჯავახეთის აბონენტების 44,59%-ს შეეხო, რაც გასული წლის დეკემბერთან შედარებით 2,64%-ით მცირეა.
გასული წლის დეკემბერში სუბსიდიით ჯავახეთის აბონენტების 47,23%-მა ისარგებლა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში რთული ეკონომიკური ვითარების გამო, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების სუბსიდირება კიდევ ოთხი თვით გაუხანგრძლივოს. ბუნებრივი აირის გადასახადის სუბსიდირება შეეხება იმ ადამიანებს (გაზგამანაწილებელი კომპანიების აბონენტებს), რომლებიც 200-კუბამეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ.
ასევე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (GNERC) კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, კომუნალური გადასახადების გადახდის ელექტრონული ქვითრების გამოყენების აუცილებლობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური გადასახადების ელექტრონული ქვითრები შესაბამისი მოკლე ტექსტური შეტყობინება, კომპანიაში დარეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერზე უნდა მიეღოთ. თუმცა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აბონენტები ბუნებრივი აირის გადასახადის ქვითრებს ძველებურად – ქაღალდის ქვითრებით მიიღებენ.