ახალქალაქში კარტოფილის ყვავილობის სეზონია, ეს სეზონი წვიმიანი იყო, ნალექი სეტყვის სახით, რაც ბოსტეულის მინდვრებს აფუჭებს. დაახლოებით ერთი კვირის წინ ძლიერმა სეტყვამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. რა უნდა გააკეთოს ფერმერმა ამ ეტაპზე ამინდის ზიანის წინააღმდეგ საბრძოლველად?
17 ივლისს ახალქალაქში ძლიერი სეტყვა წამოვიდა, მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში ახალქალაქის მიწათმოქმედებს შესამჩნევი ზიანი მიაყენა. ზოგიერთ სოფელში ზიანი დიდია, ზოგიერთში შედარებით ნაკლები. ჩვეი ინფორმაციით სეტყვამ დიდი ზიანი მიაყენა სოფელ კულიკამს, ხულგუმოს, კარტიკამს, კიროვაკანს და სხვებს.
რა გააკეთონ ფერმერებმა, რომ მიყენებულ ზიანს გაუწიოს წინააღმდეგობა? ამის შესახებ ვესაუბრეთ ფერმერებს, აგრონომ ეღიშე აღაჯანიანს. ის ამბობს, რომ თუკი კარტოფილის ღერო დაზიანებულია, მისი აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ მთლიანი მოსავლის დაკარგვის თავიდან აცილება შეიძლება.
„კარტოფილის ზრდა შეჩერებულია, მაგრამ შესაძლებელია იმის გაკეთება, რომ კარტოფილი მიწაში არ დალპეს, წამლებით არის საჭირო დამუშავება, რომ დაზიანებული ღეროებისგან ვირუსმა კარტოფილს არ მიაღწიოს, რომ შემოდგომით დამპალი კარტოფილი არ მოვკრიფოთ“,- თქვა ეღიშე აღაჯანიანი.
სოფლის მეურნეობაში ამინდის პირობებით მიყენებულ ზარალს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი არ ფარავს, ვინაიდან სოფლის მეურნეობის დაზღვევის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა არსებობს. ანუ სახელმწიფო სუბსიდირებას უწევს ფერმერებს, რათა დააზღვიონ მინდვრები შესაძლო ზიანისგან, მაგრამ ახალქალაქში სოფლის მეურნეობის დაზღვევა არ არის აქტიური, რადგან ადგილობრივი ფერმერები, ამა თუ იმ მიზეზით, არ აზღვევენ მინდვრებს. ხოლო სეტყვისგან, წყალდიდობის, ამინდის პირობების გამო გამოწვეული მუდმივი ზარალი არ არის დაფარული.
ივლისის ბოლო, აგვისტოს დასაწყისი არის კარტოფილის ყვავილობის დრო. ბევრი ფერმერის კარტოფილი აყვავდა.
ყვავილობა მნიშვნელოვანი ეტაპია მცენარეების, მათ შორის კარტოფილის განვითარებაში. ამ პროცესის პარალელურად წარმოიქმნება ტუბერები და დგინდება მათი რაოდენობა. უაღრესად მნიშვნელოვანია ამ პერიოდში მცენარეებისთვის ყველაზე კომფორტული პირობების შექმნა. მორწყვა, სარეველა, გაფხვიერება, განაყოფიერება და მავნებლების კონტროლი არის ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც უნდა განხორციელდეს კარტოფილის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, მათ შორის ყვავილობის დროს.