ახალქალაქის მომავლის სახლში კულტურის სამინისტროს ქართული საესტრადო სიმღერების პოპულარიზაციისა და საესტრადო სიმღერების პროგრამის ფარგლებში ოპერის თეატრის კამერული ორკესტრის, ჯგუფის “ბენდისა” და მომღერალ მანანა თოთაძის კონცერტი ჩატარდა.
მანანა თოდაძე ანსამბლ “ივერიის” სოლისტია. მუსიკალური ხელმძღვანელი – ნიკა ნიკვაშვილი.
კონცერტი მისასალმებელი სიტყვით პროდიუსერმა შიო აბრახამიამ გახსნა. მომღერალმა მანანა თოდაძემ, რომელიც ახალციხეში დაიბადა, დამსწრეებს მადლობა გადაუხადა და სასიამოვნო საღამო უსურვა. საათნახევრის განმავლობაში მსმენელებმა ქართული ესტრადის სიმღერებსა და ინსტრუმენტულ მუსიკას მოუსმინეს.
მაყურებელი სპექტაკლებს მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდა.
კონცერტი “ქართული აკადემიური და საესტრადო სიმღერების თანამშრომლობა” პროექტის ფარგლებში ჩატარდა.