შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლიკა გიგაური დღეს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში, ზაქარიანების ოჯახს ესტუმრა  და მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვებს საჩუქრები დაურიგა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლიკა გიგაური, დღეს, 14 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ზაქარიანების ოჯახს ესტუმრა და მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვებს, როზას და ვარაზდატს, საჩუქრები გადასცა, – პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები.

როზა და ვარაზდატ ზაქარიანები მე-9 და მე-8 კლასში სწავლობენ. მათზე მოხუცებული ბებია ზრუნავს. ბავშვებმა საჩუქრებისთვის მინისტრის მოადგილეს მადლობა გადაუხადეს და მასთან ისაუბრეს.

ლიკა გიგაურთან ერთად, სოფელ კუმურდოში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, სამველ მანუკიანი, გუბერნიის წარმომადგენლები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და ახალქალაქში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი არტიუშ მელკონიანი იმყოფებოდნენ.

სოფელ კუმურდოდან ისინი, იმავე მისიით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჩავიდნენ.  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლიკა გიგაური ახალქალაქში ჩასვლამდე ახალციხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

დახმარების აქცია ინიცირებული და ორგანიზებული იყო სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში: სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში და კახეთში UNICEF-ის პროგრამით.