“საქართველ სომეხთა კავშირის” ინიციატივითა და დაფინანსებით თბილისის სომხური თოჯინების თეატრი ახალქალაქსა და ახალციხეში უფასოდ წარსდგება.
თბილისის სომხური თოჯინების თეატრი მისი დამფუძნებლის, არმენ ჰოვანისიანის ხელმძღვანელობით, ახალქალაქის მერიასთან მდებარე პარკში, დღეს, 5 სექტემბერს 18:00 საათზე, თუმანიანის ნაწარმოებების სპექტაკლებს წარადგენს, ხოლო 6 სექტემბერს ახალციხეში, წარმოდგენა “სურბ გრიგორ ლუსავორიჩის” ტაძრის ეზოში გაიმართება.