20 ივლისს, საღამოს ახალქალაქის ყოფილ პირველ სამხედრო ქალაქში ახალგაზრდა მამაკაცს ძაღლი დაესხა თავს და უკბინა. მას პირველადი დახმარება საავადმყოფოში გაუწიეს. მისი მდგომარეობა ნორმალურია. ეს იგივე ადგილზე ძაღლის თავდასხმის მეორე შემთხვევაა. ორივე მსხვერპლის აღწერით, დამკბენი ძაღლი ერთი და იგივეა.
ახალქალაქში მაწანწალა ძაღლები 43 წლის ქალს დაესხნენ თავს․
„დამესხა თავს, მიკბინა. ადრე ვეფერებოდი. არ მესმის, რატომ მიკბინა. დიდი, თეთრლაქებიანი ძაღლია”, – ამბობს დაზარალებული ახალგზარდა ადამიანი.
მისი მეგობარი აღნიშნავს, რომ დილით დაინახა, რომ იგივე ძაღლი სხვა მაწანწალა ძაღლებთან ერთად ქალს დაესხა თავს.
„უკვე მეშინია სახლში წასვლის, ეს ძაღლი ჩვენს კორპუსთან ტრიალებს“, – ამბობს ის.
ახალქალაქის საავადმყოფოში დაშავებულს პირველადი დახმარება გაუწიეს, ჭრილობები დაუმუშავეს და ინექცია გაუკეთეს, ასევე შემდგომი ვაქცინაციის დრო დაუნიშნეს.
მაწანწალა ძაღლების პრობლემა უკვე მრავალი წელია აქტუალურია. მოსახლეობას ეშინია, ძაღლები თავს ესხმიან. ადგილობრივი ხელისუფლება ფულს გამოყოფს ძაღლების დასაჭერად და გასასტერილებლად, რომლებიც მკურნალობისა და ზემოაღნიშნული პროცედურების შემდეგ უბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელს. თუმცა, წელს ტენდერის სამუშაოები არ მიმდინარეობს, რადგან მეორედ ჩატარების შემდეგ გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერის პირობები გაასაჩივრა.