სუნელის რა მოსავალია მოსალოდნელი წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ Jnews-ი ფერმერ არშალუის გალსტიანთან დაინტერესდა, რომელსაც ეს კულტურა მოჰყავს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სუნელის მოყვანით დაკავებულნი არიან სოფელ კოკიოში, ალასტანში, გომანში, ოლავერდში, მერენიაში, კოჩიოში, აგანასა და სხვა.

ბოლო წლებში სუნელის მოყვანა სერიოზულ პრობლემებს აწყდება. მოსავალს აფუჭებს მწერი მავნებელი, რომელთა წინააღმდეგაც ფერმერებმა არ იციან როგორ იბრძოლონ და უბრალოდ აღარ თესავენ.

სუნელის რა მოსავალია მოსალოდნელი წელს ახალქალაქში. ამის შესახებ ფერმერ არშალუის გალსტიანს ვესაუბრეთ, რომელიც მრავალი წელია სუნელს თესავს და ცდილობს თავისი საქმე დიდ ბიზნესად აქციოს.

გასულ წელს სუნელის მოსავალი ახალქალაქში დაბალი იყო, ახალქალაქისთვუს ალტერნატიული კულტურის ფასი 50 ლარამდე გაიზარდა. 2021-2022 წლებში სუნელის კილოგრამი 20 ლარი ღირდა.

՝ზოგადად სუნელის მეტ მოსავალს მივიღებთ. სუნელის თესვის ტერიტორიები გაფართოვდა, მაგრამ მავნებელი მწერების გამო დათესილი მინდვრების მხოლოდ 50% იძლევა მოსავალს. დაავადებას ნემოტიტი ჰქვია. ეს დაავადება თესლთან ერთად ვრცელდება”,- ამბობს არშალუის გალსტიანი.

წელს, არშალუის გალსტიანის თქმით, სუნელის მინდვრები გაფართოვდა. მაგრამ მოსავლიანობა საშუალოა მოსალოდნელი.

არშალუის გალსტიანმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც დათესა სუნელი, თუმცა ამბობს, რომ იქ მოსავალი გვიან წიფდება, ამიტომ ამ კულტურის იქ მოყვანას აზრი არ აქვს.

აღვნიშნავთ, რომ სუნელის თესვის პროცესი ხელით ხდება, საკმაოდ შრომატევადია.