თუ კარტოფილი სარდაფებში რჩება და ჯავახეთში ფერმერების შეშფოთებას იწვევს, მაშინ ახალქალაქისა და ნინოწმინდის სოფლებში, სადაც ძირითადად სტაფილო მოჰყავთ, სტაფილო თითქმის აღარ არის დარჩენილი.

ბეჟანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელია, სადაც მასობრივად სტაფილო მოჰყავთ. სოფლის წარმომადგენელი მარტიროს მარტიროსიანი ამბობს, რომ სოფელში ძალიან ცოტა სტაფილოა დარჩენილი.

„სოფელებმა უკვე გაყიდეს 70-80 თეთრად. სოფელში სტაფილო აღარ დარჩენილა, თითქმის ყველამ გაყიდა, სულ რამდენიმე სახლი დარჩა“, – ამბობს მარტიროს მარტიროსიანი.

ის აღნიშნავს, რომ იყვნენ ისეთებიც, ვინც 1 ლარად გაყიდა. მოსავალი იყიდებოდა როგორც ადგილზე, ასევე თბილისში.

ანალოგიური სიტუაციაა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ გონდურაში, სადაც მოსავალი ახალ წლამდე გაიყიდა. ამიტომ სოფელში ახლა სტაფილო აღარ დარჩენილა.

„ჩვენს სოფელში სტაფილო ახალ წლამდე გავყიდეთ, 80-90 თეთრად გაიყიდა“, – ამბობს სოფელ დიდი გონდურას წარმომადგენელი გრიგორ შამილიანი.

აღვნიშნავთ, რომ ბეჟანოს მოსახლეობა 2023 წლის სტაფილოს მოსავლით კმაყოფილი დარჩა. არც მყიდველების ნაკლებობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სტაფილოს მოყვანა შრომატევადია და საკმაოდ რთულ ხელით მუშაობას მოითხოვს. სტაფილოების მოყვანისას თესვა, მორწყვა და სარეველა ბალახის მოცილება ხდება ხელით. მოსავლის აღება ასევე ხელით ხორციელდება. ამის მიუხედავად, სოფელ ბეჟანოში სტაფილოს მოყვანა ურჩევნიათ, ვიდრე კარტოფილის.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ახალქალაქში დაბალი იყო არა მხოლოდ კარტოფილის მოსავალი, არამედ სხვა ბოსტნეულის, მათ შორის სტაფილოს. სოფელ ბეჟანოში სტაფილოს მოსავლიანობასაც და ფასსაც უჩივიან.

ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

როგორია სტაფილოს მოსავლის სიტუაცია ახალქალაქში

არა მარტო კარტოფილის, არამედ სტაფილოსა და ჭარხლის დაბალი მოსავლიანობა (Photo)