კარტოფილის როგორი მოსავალია მოსალოდნელი წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, ამის შესახებ Jnews-მა აგრონომ ეღიშ აღაჯანიანს ჰკითხა.
გასულ 2023 სასოფლო-სამეურნეო წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ფერმერებმა დიდი ზიანი განიცადეს. დაწყებული კარტოფილის ნაყოფის განვითარების პრობლემებიდან და მოყვანის დროს დაავადებებიდან, დამთავრებული არარეალიზებული მოსავლით. მაგრამ მაინც ისევ დათესეს კარტოფილი.
აგრონომი და ფერმერი ეღიშ აღაჯანიანი ამბობს, რომ წელს ახალქალაქში კარტოფილის კარგი მოსავალია მოსალოდნელი და ბოლო 10 წლის განმავლობაში კარტოფილის მინდვრებისთვის ასეთი კარგი წელი არ ყოფილა.
„პირველ რიგში, თავიდანვე თბილი ამინდი იყო, თესლი დროზე ამოიზარდა, ნაყოფში ვირუსი არ გაჩნდა. როცა ამინდი წვიმიანია, თესლი გვიან ამოდის და ვირუსი ჩნდება, ტემპერატურის დაცემისას ვირუსი აქტიურდებიან. ბოლო დროს ცივი ამინდი იყო და განვითარდა, მაგრამ ახლა თანდათან აღდგება.
მეორე რიგში, ხალხმა უკვე დაიწყო მისი კომპეტენტურად დამუშავება, უკვე მუშაობენ ვირუსების აღმოფხვრაზე“, – ამბობს ეღიშ აგაჯანიანი.
მისი თქმით, ფასი ხარისხზეა დამოკიდებული. ეღიშ აღაჯანიანი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ფერმერებმა კარტოფილის მოსავალი შარშან ვერ გაყიდეს, კარტოფილის დაბალი ხარისხი იყო.