ახალქალაქის საავადმყოფომ საერთაშორისო სერთიფიკატი მიიღო და ამავდროულად კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის ახალი აპარატურა შეიძინა.

რა არის საერთაშორისო სერთიფიკატი?

ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი ალექსან თოროიანი ამბობს, რომ სერტიფიცირების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდაა ნებისმიერი კლინიკისთვის, მათ შორის ახალქალაქისთვის. ევროკავშირში აღიარებულმა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერტიფიცირების გამცემმა კომპანიამ, რომელიც გერმანიაში მოქმედებს, ახალქალაქის საავადმყოფოში ორდღიანი შემოწმება ჩაატარა. ისინი საავადმყოფოს საქმიანობის სრულ საქმიანობას გაეცნენ.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და გამოცდა, რომელიც ნებისმიერმა საავადმყოფომ უნდა გაიაროს“, – ამბობს ალექსან თოროიანი.

სერტიფიცირებისას ძირითადი აქცენტი ევროპული სტანდარტების შესაბამისად უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებისა და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის პარალელურად უზრუნველყოფაზე გაკეთდა. ამ ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ახალქალაქის საავადმყოფოც.

„უნდა ვთქვა, რომ პირველ დღეს იყო საკმაოდ დაძაბული, სერიოზული საუბრები მთელ ჩვენს სისტემაზე. ანუ რა მომსახურებები გვაქვს, როგორ იღებს პაციენტი ამ მომსახურებას, ფასიანი და უფასო სისტემა, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, პაციენტების უსაფრთხოება სამედიცინო მომსახურების გაწევისას. მთავარი აქცენტი წითელ ფრად გამოიკვეთა – უსაფრთხო სამედიცინო მომსახურება. ეს იყო ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც გერმანელი ექსპერტების ყურადღების ცენტრში იყო“, – დაამატა ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერმა ალექსან თოროიანმა.

ორდღიანი კვლევის შემდეგ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ახალქალაქის საავადმყოფო ევროპული სტანდარტების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, მათ შორის უსაფრთხო სამედიცინო დახმარების მიღების ყველა პირობას და წინაპირობას.

„წარმოიდგინეთ, მათ ყურადღებას არაფერი გამოეპარა. სანიტარიული მდგომარეობიდან დაწყებული ნორმებით და წესებით დამთავრებული, ასევე პარკინგით, სადაც გვაქვს სპეციალური პარკინგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ძირითადი ყურადღება წამლის უსაფრთხოებას ექცეოდა, გაკვირვებულები იყვნენ, რომ ჩვენს საავადმყოფოში ასეთი წამლის უსაფრთხოება გვაქვს, ყველა მედიკამენტის საკმაოდ სერიოზული მარაგით. სიცილითაც კი თქვეს, გერმანიაში წამლების უკმარისობა იგრძნობა“, – ამბობს თოროიანი.

ამავდროულად, მენეჯერი ხაზს უსვამს, რომ ექსპერტები აღფრთოვანებულნი არიან საავადმყოფოს ახლად აშენებული სადეზინფექციო განყოფილებით, რომელიც თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი.

„ჩვენ ნიმუშები თბილისში სპეციალურ ლაბორატორიაში გავუგზავნეთ, სადაც ამოწმებენ, რამდენად კარგი დეზინფექცია უტარდებათ ინსტრუმენტებს, როდესაც პასუხები ნახეს, ძალიან გაოცდნენ – ყველა ინსტრუმენტი 100 პროცენტით არის დეზინფიცირებული. ასევე არის სამრეცხაო, რომელსაც აქვს ცალკე სარეცხი მანქანები, ცალკე საშუალებებით ყველა განყოფილებისთვის, მათ შორის ცალკე სარეცხი მანქანები ბავშვებისთვის და ახალშობილებისთვის“, – ამბობს საავადმყოფოს მენეჯერი.

გერმანელმა ექსპერტებმა გაიარეს ყველა განყოფილება და ესაუბრეს ყველა თანამშრომელს, საავადმყოფოს ხელმძღვანელობას ამ გამოკითხვებში მონაწილეობა აუკრძალეს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას კი ხაზი გაუსვეს, რომ საავადმყოფოში დასაქმებულია მაღალკვალიფიციური პერსონალი.

რაც შეეხება სამედიცინო აღჭურვილობას, ეს ცალკე საკითხი იყო.

2

„ძველი ტომოგრაფიული აპარატურა გვქონდა. კომპიუტერული ტომოგრაფი ძირითადად ფენების რაოდენობით იზომება, რამდენფენიანი გამოკვლევა უტარდება პაციენტს, გვაქვს 16 ფენა, ეს იყო მინიმალური, მეტი არ გვქონდა. ეს საკითხი უკვე წამოვაყენეთ და დავაჩქარეთ საერთაშორისო სერტიფიცირების პროცესი, შედეგად, გუშინ კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის დაყენება დავიწყეთ და რამდენიმე დღეში ის ექსპლუატაციაში შევა“, – გვიზიარებს ალექსან თოროიანი. მისი თქმით, 2024 წლის 20 აპრილს გამოშვებული ახალი სამედიცინო აღჭურვილობა პრაქტიკულად შედარებულია MRT (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის) აპარატურასთან.

1

„ამ აღჭურვილობის პოტენციალი უზარმაზარია. ჯერ ბოლომდე ვერ გავეცანი, პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარებას ვგეგმავთ, ჩამოვლენ სპეციალისტები, რათა სრულად გაგვაცონ ტექნიკის მუშაობა. თბილისშიც კი არ არის ამ წარმოების აღჭურვილობა“.