საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი ნინოწმინდაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

საფრანგეთის ელჩი საქართველოში შარეზ გასრი, PMMG ორგანიზაციის (საერთოსამოქალაქო მოძრაობა – მრავალეროვნული საქართველო) ორგანიზაციული მხარდაჭერით ნინოწმინდაში, 10 არასამთავრობო ორგანიზაციას და ახალქალაქისა და ნინოწმინდის მედიას შეხვდა.

შარეზ გასრიმ ახალციხეში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და რეგიონში არსებული სიტუაციით და სოციალური პრობლემებით დაინტერესდა, ასევე დაინტერესდა, თუ როგორ ემზადებიან მუნიციპალიტეტები არჩევნებისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ თავიანთი ორგანიზაციების საქმიანობა წარადგინეს და ისაუბრეს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა წინასაარჩევნოდ პასიურობა, ელექტრონული არჩევნები და რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მავნეობა. ისაუბრეს სეზონური მუშაობის შედეგებზე მამაკაცების არჩევნებში მონაწილეობაზე. ასევე ისაუბრეს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ენის არცოდნა, გენდერული საკითხები და ა.შ.

2023 წლის სექტემბერში შერაზ გასრი ანალოგიური ვიზიტით იმყოფებოდა ახალქალაქში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიწრო წრეს შეხვდა.