ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს მოსწავლეებმა  სასკოლო გაზეთი და წიგნები გამოსცეს. საკუთარი რესურსებისა და იდეების გამოყენებით მონაწილეები ცდილობენ იყვნენ სამაგალითონი არა მხოლოდ თანატოლებისთვის, არამედ სარგებელი მოუტანონ საზოგადოებას. სასკოლო საინფორმაციო ბიულეტენებისა და წიგნების გარდა, ისინი ბულინგის თემაზე სოციალურ ვიდეორგოლებს იღებენ, რითაც ცნობიერების დონის ამაღლებას ცდილობენ.

კოჩიოს სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები მათემატიკის მასწავლებლის ასმიკ ხეჩოიანის ხელმძღვანელობით განსაკუთრებული სამუშაოები შეასრულეს: სხვადასხვა თემატიკაზე ხელნაწერი და ილუსტრირებული წიგნები დაამზადეს და პრეზენტაცია მოაწყვეს.

წიგნების ავტორები არიან:

ელენა ალექსანიანი – „მშობლიური ენა“, ვენერა ალექსანიანი – „დრაკონები“, მინას ალექსანიან- „საგზაო ნიშნები“, სუსანნა ბალასანიან – „სომხური ისტორია“, არმან მარტიროსიან – „მათემატიკა“, აღავნი მიქაელიანი – „სომხური ხელოვნება“, სირანუშ პაპიკიან- „ხარე-ხშტიკ“.

kajo 1

ვენერა ალექსანიანი, ერთ-ერთი იდეის ავტორი, ყვება, რომ მათი მათემატიკის წიგნში შეტანილი იყო სხვადასხვა საინტერესო პროექტები და მორიგი პროექტის წაკითხვის შემდეგ მათ საინტერესო იდეები დაებადათ, რომლის შედეგედაც მოსწავლეებმა წიგნი დაწერეს.

gorq 1

JNEWS-ის შეკითხვაზე, მუშაობის პროცესში რა სირთულეებს წააწყდნენ, ვენერა გვპასუხობს:

„ძირითადი დაბრკოლება იყო არასწორად დაგეგმილი დრო, რომლის შედეგადაც ღონისძიება რამდენჯერმე გადატანილი იყო, ასევე მთელი სამუშაოს მოცულობის დაუფასებლობა. მაგრამ ,საბოლოო ჯამში, ყველა კმაყოფილი დარჩა: მონაწილეებიც, მშობლებიც, მასწავლებლებიც, ორგანიზატორებიც“.

მონაწილეების თქმით, სოფელ კოჩიოში წიგნის პრეზენტაცია უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალო სასკოლო ღონისძიება.

„ეს ღონისძიება იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ რას შეიძლება მიაღწიო თანამშრომლობისა და ხელოვნების საშუალებით. ამგვარად, ღონისძიებას თანმიმდევრობითი ხასიათი ექნება, რომელიც სოფლის ახალგზარდობას საკუთარი შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში დაეხმარება“.

სოფლის ახალგაზრდობას, ცენტრიდან და ცენტრის შესაძლებლობებისგან შორს ყოფნით, არ ეშინია შესაძლებლობების დამოუკიდებლად შექმნის.

წიგნების გარდა, კოჩიოს საჯარო სკოლის მე-11 კლასელებმა სასკოლო გაზეთი შექმნეს. გაზეთი ბოლო წლებში სკოლის აქტიურობისა და მიღწევების შესახებ შემაჯამებელ საინფორმაციო ბიულეტენს წარმოადგენს.

გაზეთის ავტორები: ელენა ალექსნიან, ვენერა ალექსანიან, მინას ალექსანიან, სუსანნა ბალასანიან, არმან მარტიროსიან, აღავნი მიქაელიან და სირანუშ პაპიკიან.

222

გაზეთს შექმნის იდეა მე-11 კლასის მოსწავლეებმა მათი ინგლისურის მასწავლებელთა ანი ჩახალიანთან ერთად შექმნეს.

„ჩვენი გაზეთს შექმნა მნიშვნელოვანი იმპულსი გახდა, რომელიც ყველას უმტკიცებს, რომ მიუხედავად მოკლე ვადისა და რესურსების შეზღუდულობისა, სკოლა საინტერესო ღონისძიებების, კონკურსების და პროექტების რეალიზების საკითხში მუდმივად აქტიურია. წარმატების გათვალისწინებით, ისეთი აღფრთოვანებლები ვართ, რომ რეგულარული პუბლიკაციების გაზეთის შექმნა გადავწყვიტეთ, რომლითაც კოჩიოს საჯარო სკოლის გაცოცხლებული ცხოვრების ფიქსირებას და მოყოლას გავაგრძელებთ“,- გვიზიარებს ვენერა.

111

გაზეთი დადებითად აღიქვეს მონწილეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა.