26 ივნისს, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში ადგილოვბრივ დონეზე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მესამე საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მასწავლებლებმა საკუთარი პრეზენტაციები წარმოადგინეს.
როგორც ახალქალაქის საკრებულოს Facebook გვერდი იუწყება, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უკვე ფორმირებული კომისიის წევრებმა: ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა და მერმა მელქონ მაკარიანმა, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ სედა მელკუმიანმა და სოღომონ ასლანიანმა, მერის მოადგილემ მკრტიჩ მღდესიანმა, კულტურულ-საგანმანათლებლო სამსახურის ხელმძღვანელმა ოლიკო მელიქიძემ, ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორმა თერეზა ჩივჩიანმა.
ხაზს გავისვამთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან 19 მასწავლებელმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსზე პროექტი და პრეზენტაცია წარმოადგინა.
ასევე აღვნიშნავთ, წელს პირველად, ეროვნულ დონეზე გასვლამდე, ახალქალაქში ადგილობრივ დონეზე ორგანიზებული იქნება კონკურსი, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლები მიიღებენ, როგორც ინდივიდუალურად , ასევე ჯგუფურ ფორმატში მონაწილეობის შესაძლებლობას.
ასევე წაიკითხეთ:
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფორმატი შეიცვალა
ადგილობრივ დონეზე კონკურსის ჩატარების მიზნებში საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მიერ შემუშავებული იყო შემდეგი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეირჩევიან „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მონაწილეები.
კანდიდატმა მონაწილეობა უნდა მიიღოს „ყველაზე კრეატიული საგანმანათლებლო პროექტის“ კონკურსში, რომელშიც ასახული უნდა იყოს: