დღეს ახალქალაქის საკრებულში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდა. შეხვედრის თემა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის მოსამზადებელი ეტაპი და ადგილობრივ დონეზე სტანდარტების განსაზღვრა გახდა.
როგორც ახალქალაქის საკრებულოს Facebook გვერდი იტყობინება, წელს პირველად, ეროვნულ დონეზე გასვლამდე, ახალქალაქში კონკურსი ადგილობრივ დონეზე იქნება ორგანიზებული, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლებს ექნებათ მონაწილეობის საშუალება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურ ფორმატში.
საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მიერ ადგილობრივ დონეზე კონკურსის ჩატარების მიზნებში შემუშავებული იყო შემდეგი კრიტერიები, რომელთა მიხედვით შეირჩევიან „მასწავლების ეროვნული ჯილდოს“ მონაწილეები.
აუცილებელი მოთხოვნები:
კანდიდატმა მონაწილეობა უნდა მიიღოს „ყველაზე კრეატიული საგანმანათლებლო პროექტის“ კონკურსში, რომელშიც ასახული უნდა იყოს:
კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაციები.
როგორც ახალქალაქის საკრებულოს Facebook გვერდი იტყობინება, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით კონკურსი ადგილობრივ დონეზე მასწავლებელთა პატივისცემისა და სათანადო შეფასების დღესასწაულად გადაიქცევა.
შეხვედრას ესწრებოდა ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და კომისიის ხელმძღვანელი სედა მელკუმიანი, მერი მელქონ მაკარიანი, მოადგილეები თეიმურაზ მჭედლიძე და მკრტიჩ მღდესიანი, ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორი თერეზა ჩივჩიანი.