ახალქალაქის №4 საჯარო სკოლამ (დემირჩიანის სახელობის) „წლის ლიდერი სკოლის“ ტიტული მიიღო, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ტექნოლოგიურ კონკურსში გაიმარჯვა. სკოლა გახდა სამცხე-ჯავახეთის იმ 5 სკოლიდან ერთ-ერთი, რომელსაც ეს წოდება მიენიჭა და ტექნიკა მიიღო.
№4 სკოლამ მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განათლების პროგრამაში, რომელსაც ახორციელებს PH international, USAID-ის დაფინანსებითა და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში საჭირო იყო სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობების განხორციელება.
გაწეული აქტივობების შედეგად სკოლა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კონკურსის გამარჯვებული გახდა და „წლის ლიდერი სკოლის“ წოდება მიენიჭა. ქალაქ ახალქალაქის №4 სკოლის გარდა, ტიტული მიენიჭა სოფელ ეშტიაა, ადიგენის მუნიციპალიტეტის 2 სკოლას და ახალციხის 1 სკოლას.
№4 სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, რუზან ერემიანის თქმით, რომელმაც კონკურსში მონაწილეობის ინიციატივა გამოიჩინა, წლის განმავლობაში მათ სამოქალაქო განათლების კლუბთან ერთად, რომელსაც სხვადასხვა კლასის აქტიური მოსწავლეები ესწრებიან, ბევრი ღონისძიებება ჩაატარეს: შეხვედრები საკრებულოში, ინტეგრაციის გაკვეთილი შშმ ბავშვებისთვის, შეხვედრები პოლიციის წარმომადგენლებთან ნაადრევი ქორწინების, ნარკოტიკების თემაზე, საინფორმაციო ბუკლეტების შექმნა, დაბეჭდვა და გავრცელება და მრავალი სხვა.
„ჩვენ უნდა წარმოგვედგინა 2023 წლის სამოქალაქო განათლების ყველა აქტივობა, რომელიც ჩატარდა სკოლაში. ჩვენ დაახლოებით 24 ღონისძიება ჩავატარეთ, მთავარი აქცენტი გაკეთდა სამოქალაქო ჯგუფის მუშაობის ჩვენებაზე”,- კომენტარს აკეთებს რუზან ერემიანი.
კონკურსში გამარჯვებისთვის სკოლამ მიიღო ტექნიკა – პროექტორი, პრინტერი და ნოუთბუქი. როგორც რუზან ერემიანმა აღნიშნა, სტუდენტები ტექნოლოგიების გამოყენებას სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებული აქტივობების გასაგრძელებლად აპირებენ.
„სამოქალაქო კლუბისთვის ცალკე ოთახი გვაქვს, სადაც ბავშვები სხვადასხვა აქტივობებით არიან დაკავებული. ძირითადად, ამას ბავშვები საკუთარი აქტივობებისთვის გამოიყენებენ, ბუკლეტებს ბეჭდავენ, უყურებენ სხვადასხვა მასალებს პროექტორზე და ა.შ.”,- აღნიშნავს ის.