უნგრეთი სახელმწიფო სტიპენდიას უნიშნავს ქართველ სტუდენტებს, ინტერესი გაცილებით დიდია, მაგრამ ამ ეტაპზე უნგრეთის უნივერსიტეტებში 80 ადგილის დაფინანსება ხდება, – ამის შესახებ ვროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ორბანმა აღნიშნა, უნგრეთი ქართველი სტუდენტების სწავლას ყოველწლიურად აფინანსებს.
„მინდა, აღვნიშნო, რომ უნგრეთი სახელმწიფო სტიპენდიას უნიშნავს ქართველ სტუდენტებს. ყოველწლიურად 80 ადგილის დაფინანსება ხდება. ინტერესი გაცილებით დიდია, მაგრამ ამ ეტაპზე 80 ადგილისთვის გამოიყოფა სტიპენდია და ვაფინანსებთ ქართველი სტუდენტების სწავლას უნგრეთის უნივერსიტეტებში“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.