16 ივნისს ახალქალაქის კულტურის სახლში „კულტურის ფესტივალი“ გაიმართა. ადგილობრივი ანსამბლების გარდა ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
მიუხედავად კულტურის სახლის სიცივისა დარბაზი სავსე იყო. ადგილობრივი ანსამბლების გარდა სცენაზე თბილისის, კუთაისის, მარტყოფის, გარდაბანის, კოდას და სხვა ანსამბლები მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში სცენაზე 17 ანსამბლი გამოვიდა, რომელთაგან 7 მოწვეული იყო, დანარჩენი – ადგილობრივი.
აღსანიშნავია, რომ პირველი ანსამბლის პირველ გამოსვლაზე სცენის ნაწილი საორკესტრო ორმოში ჩამოინგრა.
ფესტივალი ორგანიზებული იყო «არტ გრუპის» მიერ. ყველა მონაწილემ მათი მხრიდან საჩუქარი მიიღო.