სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ჟანა ხაჩატურიანის თქმით, სახელმწიფო ენის ცოდნა კვლავ პრიორიტეტულია ჩვენი რეგიონისთვის. ხაჩატურიანი სკოლებში ორენოვანი განათლების სისტემის დანერგვის მომხრეა.
Jnews-ის კითხვაზე, ჯავახეთში განათლების სფეროში რომელი პრობლემაა პრიორიტეტული, რომლის გადაწყვეტაც არსებულ პრობლემების შემცირებას გამოიწვევს, ფილოლოგიის დოქტორი პასუხობს:
რეგიონისთვის მაინც პრიორიტეტი არის სახელმწიფო ენა. აბიტურენტებს, რომლებიც ამთვარებენ ჩემი პირველი კითხვა ის არის, თუ სად მიდინ განათლების მისაღებად, და თუ ბავშვი იტყვის ან სომხეთში, ან რუსეთის გულისწყვეტა მაქვს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რა გზა უნდა გაიაროს. თითქმის უმრავლესობა ამ გზას გადის, მიდი რამოდენიმე წელი მიიღებს განათლებას, ოჯახი აქ ჰყავს უწევს დაბრუნება, უნდა დასაქმდეს რეგიონში და სახელმწიფო ენა არ იცის. ვამზადებ ექმიებს, ვასწავლი მასწავლებლებს, ალბათ არ დარჩა არც ერთი პროფესია, სადაც შხება არ მქონია. ადამიანი თავის საქმეში პროფესიონალი, მაგრამ მას არ შუძლია საკუთარი თავის რეალიზაცია, იმიტომ რომ სახელმწიფო ენა არ იცის.
ჟანა ხაჩატურიანის თქმით, სახელმწიფო ენის შესწავლა რთულია, მაგრამ უფრო რთულია ამ ენაში პროფესიონალის გახდომა.
მყოლია 75-80 წლის მასწავლებლეი, საცოდაობაა. ადამიანი ვერ იმახსოვრებს, მაგრამ უნდა ჩააბაროს B1 დონის ქართული. ეს არის უდიდესი სტრესი ორივე მხრისთვისაც. და რა თქმა უნდა ხშირად მთვრდება იმით, რომ ვერ აბარებან გამოცდას. სერიოზულად შესაცვლელია საკითხები. რა თქმა უნდა სეხელმწიფო ენა უნდა იდგეს პრიორიტეტად, მაგრამ 80 წლის მასწავლებელს ახლა მისთხოვო ენის სწავლა ეს აბსურდია. თუ ტოვებ 80 წლის მასწავლებელს განათლების სისტემაში, მაშინ დაანებოს თავი, ან ისეთი კანონი გამოვიდეს, რომ უნდა დატოვოს პენსიონერმა მასწავლებელმა სკოლა და გზა დაუთმოს ჩვენს კადრებს. ჩვენს გამოშვებულ კადრებს შეუძლაით სასწაულად შეიცვლაონ რეგიონში არსებული მდგომარეობა, ფილოლოგებს ვგულისხმობ ძირითადად, ვისთანაც მე მაქვს შეხება. რა თქმა უნდა, მე ვგულისხმობ, რომ სკოლებში უნდა იყოს ორენოვანი, ბილინგვური განათლება.