წელს, უკვე მეორე წელია, რაც სომხური და აზერბაიჯანული ენის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ჩატარდა.
Jnews-ი ესაუბრა გამოცდებში მონაწილე ერთ-ერთ მასწავლებელს, მარინა მჰერიანს, რომელიც 21 წელია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში ასწავლის.
მისი აზრით, ეს გამოცდები ძალიან მნიშვნელოვანი იყო სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთათვის, რადგან აქამდე ისინი უყურადღებოდ გრძნობდნენ თავს. გარდა ამისა, ეს ასევე მოქმედებდა მათ ანაზღაურებაზე.
„გამოცდებში მონაწილეობა შარშან მივიღე, როცა გამოცდა პირველად ჩატარდა, მაღალი ქულებით მივიღე უფროსი მასწავლებლის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ჩიოდა კითხვების შემადგენლობაზე, თუმცა მე მჯერა, რომ გამოყენებული ტესტები იყო შესაბამისი და კარგად შემუშავებული. ისინი ასევე შეესაბამება სკოლის სასწავლო გეგმას და გამოცდილების მქონე ნებისმიერი მასწავლებლისათვის ეს ტესტები არ უნდა ყოფილიყო რთული”.
მარინამ გამოცდაში წელსაც მიიღო მონაწილეობა, რადგან სტატუსის კიდევ უფრო გაუმჯობესების სურვილი აქვს. მისი აზრით, წელს ტესტები ბევრად უფრო ადვილი იყო, ვიდრე შარშან.
„ვფიქრობ, მასწავლებელმა, რომელიც თავს სრულფასოვან მასწავლებლად თვლის და აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, უნდა შეძლოს ამ სირთულის გადალახვა. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ ყველა კითხვა ადვილი იყო და რთული არაფერი იყო, მაგრამ ამავდროულად, ყველა სირთულის გადალახვაა შესაძლებელი“.
ასევე შეგახსენებთ, რომ გამოცდა სომხურ ენასა და ლიტერატურაში, ასევე აზერბაიჯანულ ენაში უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველ მასწავლებლებისთვის, პირველად 2022 წელს ჩატარდა და წლევანდელ გამოცდებზე გამოყენებული ტესტების სანახავად შეგიძლიათ გადახვიდეთ naec.ge ბმულზე.