ახალქალაქის სკოლამდელი დაწესებულებიდან ბავშვების კვებასა და ტრანსპორტირებაზე ელექტრონული კონკურსი უკვე ჩატარდა. ცნობილია სხვადასხვა საკვების მიმწოდებლისა და გადამზიდავი კომპანიის სახელები.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, საიდანაც 3 ალტერნატიულია, ე.ი. კვების გარეშე, ხოლო 13 – კვებით და მთელი დღის განმავლობაში.
ხორცპროდუქტების შესყიდვაზე ტენდერი – 98 395.00 ლარი, შპს „საბა 2018“-მა მოიგო.
რძის პროდუქტებზე – 105 888.00 ლარი, ელექტრონული ტენდერი შპს „ქუმიმ“ მოიგო.
შპს „ქუმი“-მ მოიგო თევზის პროდუქტები – 5 346,00 ლარი.
პურ-ფუნთუშეული, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და თხილი – 74,490.00 ლარი, მოიგო შპს „ქუმი“-მ.
ნაღები ან მცენარეული ზეთი – 5 618.00 ლარი, მოიგო შპს „დელაგმა“.
აღსანიშნავია, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით, ხილის ჩათვლით.
გარდა საკვებისა, მერიამ ელექტრონული ტენდერი ბავშვების ტრანსპორტირებაზეც გამოაცხადა. გამოყოფილი თანხა 99 688,00 ლარს შეადგენს.
ბავშვების გადაყვანა შემდეგი სოფლებიდან განხორციელდება: 20 ბავშვი ახტილადან ბარალეთში, 18 ბავშვი მერენიიდან ბარალეთში, 12 ბავშვი ბოზალიდან სულდაში, 10 ბავშვი კორხიდან ახალქალაქში, 17 ბავშვი მაჯადიიდან ახალქალაქში, 20 ბავშვი ბავრიდან ახალქალაქში, 14 ბავშვი ხოსპიოდან ახალქალაქში, 11 ბავშვი მურჯახეთიდან და ჩამდურადან ვაჩიანამდე, 6 ბავშვი ზაკიდან ბარალეთამდე, 15 ბავშვი ბუღაშენიდან ბარალეთამდე, 20 ბავშვი ბეჟანოდან და ალათუმანიდან კაჩოში, 15 ბავშვი აგანადან და სირკვადან კაჩოში, 30 ბავშვები დადეშიდან სულდამდე, 7 ბავშვი ბუზავეთიდან კულიკამამდე, 15 ბავშვი ორჯადან ახალქალაქამდე, 18 ბავშვი კარტიკამიდან ახალქალაქამდე, 18 ბავშვი ღადოლარიდან აზავრეთამდე, 12 ბავშვი ოკამიდან ვაჩიანამდე, 25 ბავშვი ლომატურცხიდან და ბურნაშეთიდან აზავრეთამდე.