დღეის მდგომარეობით დაიხურა ახალქალაქის მე-4 (დემირჩიანის სახელობის), მე-2 (რუსული) და სოფელ ვარევანის სკოლა. ამ სკოლებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით სკოლები 10 დღით კარანტინშია.
დღეს, 31 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 5 სკოლა ონლაინ სწავლის რეჟიმზე იმყოფება. N1 სკოლა (თუმანიანის სახელობის), No2 (რუსული), N4 (დემირჩიანი), სკოლები სოფელ ხანდოსა და ვარევანში, ასევე, დაწყებითი კლასი სოფელ კულიკამში.
ახალქალაქის განათლების რესურსცენტრის ინფორმაციით, 7 თებერვალს კარანტინიდან გათავისუფლდებიან ახალქალაქის 1-ლი და სოფელ ხანდოს სკოლები, ხოლო ახალქალაქის მე-2 და სოფელ ვარევანის მე-4 სკოლა 9 თებერვლამდე დაიკეტება.